მაშ ასე, ფეხბურთის მშვენება გოლია - რიგით მე-80 პრიმერაში სულ 1042 გოლი გავიდა, რომელთაგან მხოლოდ 91-ია პენალტის ნიშნულიდან. 1042 გოლიდან 635 ფორვარდებმა გაიტანეს (62%), 296 - ნახევარმცველებმა (29%) და 107 მცველებმა (11%). ამ სეზონში 23 ავტოგოლი დაგროვდა. 91 პენალტიდან 50 ფორვარდებმა (55%) გაიტანეს, 34 - ნახევარმცველებმა (37%) და 7 მცველებმა (8%).
პრიმერას 2010/11 წლების სეზონის 27 მატჩი უგოლოდ დასრულდა,
გოლები (გუნდური)
გუნდი გლ პენ საჯ თავ სხვა მეგოლეთა რიცხვი
რეალი 101 11 6 7 77 12
ბარსელონა 94 5 1 7 81 15
ვალენსია 63 2 2 11 48 15
სევილია 62 10 1 14 37 13
ატლეტიკო 60 2 1 9 48 15
ბილბაო 57 7 5 17 28 13
ვილიარეალი 54 4 2 8 40 12
მალაგა 54 3 2 13 36 14
ხეტაფე 46 4 - 2 40 14
სოსიედადი 45 4 - 12 29 13
ოსასუნა 45 5 1 10 29 17
ესპანიოლი 44 6 1 4 33 10
მალიორკა 41 4 2 13 22 10
ლევანტე 41 2 2 9 28 11
სარაგოსა 39 6 3 5 25 13
რასინგი 38 1 3 8 26 14
ერკულესი 36 3 1 7 25 11
ალმერია 36 - - 10 26 13
სპორტინგი 33 7 - 6 20 11
დეპორტივო 30 5 - 6 19 12
საკ. კარში 23 - - - 23
სულ 1042 91 33 178 740
გოლები (ფეხბურთელები)
ფეხბ გუნ სულ პენ საჯ თავ პასი
რონალდო რეალი 40 8 5 4 11
მესი ბარსელონა 31 4 1 1 18
აგუერო ატლეტიკო 20 1 - 1 2
ნეგრედო სევილია 20 4 - 3 5
ვილია ბარსელონა 18 - - 1 5
როსი ვილიარეალი 18 4 1 1 5
ფ. ლორენტე ბილბაო 18 - - 9 2
სოლდადო ვალენსია 18 1 - 2 3
ბენზემა რეალი 15 - - - 5
რონდონი მალაგა 14 - - 6 2
პედრო ბარსელონა 13 - - - 7
ოსვალდო ესპანიოლი 13 2 - 2 4
კაისედო ლევანტე 13 1 - 1 2
ტრეზეგე ერკულესი 12 2 - 1 -
კანუტე სევილია 12 3 - 3 2
ვებო მალიორკა 11 - - 6 6
ნილმარი ვილიარეალი 11 - - 1 3
ადურისი ვალენსია 10 - - 5 2
გაბი სარაგოსა 10 6 2 - 6
ლ. ფაბიანო სევილია 10 3 - 1 1
საგოლე პასები
ფეხბ გუნდი პასი გოლი
მესი ბარსელონა 18 31
იოზილი რეალი 17 6
დ. ალვეში ბარსელონა 15 2
ჩ. პრიერო სოსიედადი 13 7
მატა ვალენსია 12 8
დი მარია რეალი 11 6
რონალდო რეალი 11 40
კასორლა ვილიარეალი 9 5
ვალდო ლევანტე 8 2
ბ. ვალერო ვილიარეალი 8 3
ჩავი ბარსელონა 7 3
ვერდიუ ესპანიოლი 7 5
ლ. გარსია ესპანიოლი 7 6
გავილანი ხეტაფე 7 2
კალეხონი ესპანიოლი 7 6
პედრო ბარსელონა 7 13
რეიესი ატლეტიკო 7 6
ელიზეუ მალაგა 7 4
ხოაკინი ვალენსია 7 4
ირაოლა ბილბაო 7 4
ლა ლიგის ყველაზე გამტანი გუნდი "რეალია". აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბმა" ბოლო ტურებში გაასწრო "ბარსელონას", როცა უკვე გაირკვა ჩემპიონის ვინაობა. "რეალს" თამაშში საშუალოდ 2,68 გოლი გაჰქონდა, "ბარსას" - 2,50. სხვა გუნდები ახლოსაც კი არ არიან: მესამეადგილოსან "ვალენსიას" საშუალო მაჩვენებელი 1,68 აქვს, ანუ ზუსტად ერთი გოლით ნაკლები თამაშში, ვიდრე "რეალს"! საშუალოდ გოლზე ნაკლები გაჰქონდა 4 კლუბს, აქედან სამი დაემშვიდობა კიდეც პრიმერადივიზიონს. ყველაზე მეტად გოლის გატანა "დეპორტივოს" უჭირდა - 0,82, შემდეგ მოდის "სპორტინგი" - 0,92. ერთნაირი მაჩვენებელი (0,95) აქვთ "ალმერიასა" და "ერკულესს".
დაცვაში ყველაზე მაგრად თამაშობდა... "ბარსელონა"! - საშუალოდ 0,55 გოლი "ბარსას" კარში. გოლზე ნაკლებს კიდევ მხოლოდ ერთი გუნდი უშვებდა - "რეალი" - 0,87. მესამეადგილოსანი კი "სპორტინგია" 1,11. მოკლედ, ხიხონელებს ძალზე სუსტი თავდასხმა, მაგრამ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყოლიათ, ამიტომაც შეინარჩუნეს ადგილი ელიტაში. კარის დაცვა ყველაზე მეტად "ალმერიას" უჭირდა, ანდალუსიური კლუბი საშუალოდ 1,84 გოლს უშვებდა თამაშში. რომ დავუკვირდეთ, ეს არც ისე ცუდი შედეგი იქნებოდა სხვა ლიგებისთვის, ოღონდ არა ესპანეთისთვის. საშუალოდ 1,79 გოლს უშვებდა თამაშში "მალაგა", 1,74-ს - "რეალ სოსიედადი". გავარდნილ "დეპორს" ლიგაში არცთუ ურიგო დაცვის ხაზი ჰყოლია (მე-7).
"ბარსელონას" საშუალოდ 32 წუთი სჭირდებოდა ანგარიშის გასახსნელად და საშუალოდ 69 წუთს ინახავდა კარს მშრალად. მაშინ როცა, "ალმერიას" საშუალოდ 56 წუთი სჭირდებოდა გოლის გასატანად, 33 წუთში კი უშვებდა.
ლა ლიგაში ყველაზე მეტ დროს დაწინაურებული "ბარსელონა" იყო - სეზონის განმავლობაში კატალონიური გრანდი 1828 წუთის განმავლობაში იგებდა და მხოლოდ 160 წუთის განმავლობაში იყო მდევრის როლში! შთამბეჭდავია "რეალის" მონაცემებიც - "სამეფო კლუბი" 1696 წუთი იგებდა და მხოლოდ 294 წუთი იყო მდევრის როლში. საბრალო "ერკულესი" ამ მაჩვენებლებში ორივე მხრივ უარესი იყო ლა ლიგაში - 563 წუთის განმავლობაში იგებდა და 1392 წუთი აგებდა.
ყველაზე მეტი გოლი გავიდა მე-12 ტურში - 38. ასევე უხვგოლიანი იყო ბოლო (36 გოლი) და 35-ე ტურები (36). ყველაზე ცოტა გოლი გავიდა 24-ე ტურში - სულ 17. "ბარსელონამ" 19-ჯერ შეინახა კარი მშრალად, "რეალმა" - 16-ჯერ, 14-14-ჯერ კი "სპორტინგმა" და "ოსასუნამ". "ალმერიამ" სულ 3-ჯერ შეინახა კარი მშრალად. "ბარსელონა" 38 ტურიდან 32-ში დაწინაურდა, 5-ში კი პირველმა გაუშვა გოლი (1 მატჩი 0:0 დასრულდა). 32 მატჩიდან, რომელშიც ჩემპიონი გავიდა წინ, მან 27 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ყველაზე მეტად უპირატესობის შენარჩუნება "ალმერიას" უჭირდა - 12-ჯერ დაწინაურდა და მხოლოდ 5-ჯერ მოიგო აქედან. ამ მხრივ "რეალს" აქვს ფანტასტიკური მაჩვენებელი - თუკი ჟოზე მოურინიოს გუნდი პირველი გაიტანდა გოლს (ეს კი 27-ჯერ მოხდა ჩემპიონატში), ის აუცილებლად იგებდა.
ყველაზე მეტი პენალტი (8) დაინიშნა მე-8 ტურში, 29-ე ტურში კი მსაჯებს საერთოდ არ დაუნიშნავთ პენალტი. თერთმეტმეტრიანი ყველაზე ხშირად "რეალმა" და "სევილიამ" დაარტყეს - 12-12. "სამეფო კლუბმა" 11 გამოიყენა, ანდალუსიურმა კი - ერთით ნაკლები. 11-ჯერ დაარტყა პენალტი "ბილბაომ", მაგრამ 4-ჯერ ვერ გაიტანა, თუმცა ყველაზე უშნოდ თერთმეტმეტრიანებს სანტანდერის "რასინგის" ფეხბურთელები ურტყამდნენ - მათ "მოახერხეს" და 6-დან 5 პენალტი ააცილეს! სულ ერთხელ დაარტყმევინეს პენალტი საბრალო "ალმერიას" და ისიც ვერ გაიტანა ანდალუსიურმა კლუბმა. სხვათა შორის, "ბარსელონას" სასარგებლოდ სულ რაღაც 5 პენალტი დაინიშნა (ხუთივე გამოიყენეს). ყველაზე ხშირად პენალტი "მალაგას" კარში ინიშნებოდა (11), შემდეგ მოდიან "რასინგი" (10) და "ხეტაფე" (10). ყველაზე მეტი პენალტი დანიშნა მიგელ ანხელ გამესმა (11), 10-ჯერ მიუთითა ნიშნულზე კარლოს კლოს გომესმა.
"ფეარ პლეის" პრინციპს ყველაზე უკეთ "ბარსელონა" იცავდა. მოკლედ, ესპანეთს სამაგალითო ჩემპიონი ჰყავს - კატალონიელებმა სეზონში სულ 2 წითელი ბარათი და 71 ყვითელი მიიღეს. მაშინ, როცა "სარაგოსას" ფეხბურთელებმა 9 წითელი და 121 ყვითელი ბარათი მიიღეს. ერთადერთი გუნდი, რომლის ფეხბურთელიც არ გაუძევებიათ "რეალ სოსიედადია". მათმა ფეხბურთელებმა სულ 79 ყვითელი ბარათი მიიღეს (მხოლოდ "ბარსას" ჩამორჩებიან).
ჩემპიონატის ყველაზე უხეში ფეხბურთელი "სარაგოსას" არგენტინელი საყრდენი ნახევარმცველი ლეონარდო პონსიო იყო: 2 გაძევება და 13 გაფრთხილება. თანაგუნდელს დიდად არ ჩამორჩენია ანდერ ერერა - 2 გაძევება და 12 გაფრთხილება. მე-3 ადგილი გაიყვეს პორტუგალიელებმა ელიზეუმ (მალაგა) და რიკარდო კარვალიომ (რეალი) - 2-2 გაძევება და 11-11 გაფრთხილება. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი (16-16) "ოსასუნას" ნახევარმცველმა ფრანსისკო პუნიალმა და "ბილბაოს" მარჯვენაფლანგელმა კარლოს გურპეგიმ მიიღეს. მხოლოდ მე-18 ტურში არ გაუძევებიათ არც ერთი ფეხბურთელი. 7 ფეხბურთელი გააძევეს მე-5 ტურში. ყველაზე ცოტა ყვითელი ბარათი დაფიქსირდა ბოლო ტურში - 29. ეს ბუნებრივიცაა, ბოლო ტურში გუნდების ნაწილი უმოტივაციოდ თამაშობდა. ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი (63) მსაჯებმა მე-7 ტურში დაარიგეს.
ესპანეთის ჩემპიონატში სულ 621-მა ფეხბურთელმა ითამაშა. აქედან 410 ესპანელი იყო. პრიმერაში ყველაზე მეტი ლეგიონერი არგენტინელებს ჰყავდათ - 41. შემდეგ მოდიან: ბრაზილიელები (27), ფრანგები (18), პორტუგალიელები (18), ურუგვაელები (17). შედარებით ნაკლები ლეგიონერები ჰყავთ იტალიელებს (7), ჰოლანდიელებს (7) და კოლუმბიელებს (5). ლა ლიგაში სულ 45 სახელმწიფოს წარმომადგენლები თამაშობენ და სამწუხაროა, რომ მათ შორის ქართველი არაა.
გასულ სეზონში 380 მატჩში (ანუ 760 განლაგებაში) ყველაზე ხშირად გვხდებოდა 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა - 415-ჯერ. 101-ჯერ შეგვხვდა კლასიკური 4-4-2; 66-ჯერ კი 4-3-1-2. გუნდებმა სულ 58-ჯერ ითამაშეს 4-3-3 განლაგებით, აქედან 32-ჯერ "ბარსამ" მიმართა ამ ტაქტიკას. "რეალის" საყვარელი განლაგება 4-2-3-1 იყო (32 შემთხვევა). კლასიკურ განლაგებას უპირატესობას უფრო "ვილიარეალი", "ატლეტიკო" (21-21) და "სევილია" ანიჭებდნენ (13). გუნდებმა სულ 18 ტაქტიკური სქემა მოსინჯეს.
ყველაზე მეტი მაყურებელი "ბარსელონას" საშინაო თამაშებს ესწრებოდა - 78 540 საშუალოდ. შემდეგ მოდის "რეალი" - 68 123. მესამე ადგილზეა "ატლეტიკო" - 41 842. გულშემატკივართა ნაკლებობას განიცდიდნენ "ხეტაფე" - 10 684, "ალმერია" - 11 109 და "ლევანტე" - 13 401. 90-ათასიან ზღვარს დასწრება ორჯერ გადაცდა და ორჯერვე "კამპ ნოუზე" (სხვა სტადიონი ამდენს არც იტევს) - "რეალთან" და "ვილიარეალთან" მატჩებში, თითქმის 90 ათასი ადამიანი მივიდა ბარსელონური დერბის სანახავადაც. "კამპ ნოუს" გარდა ყველაზე კარგი დასწრება იყო მადრიდულ "კლასიკოზე" - "სანტიაგო ბერნაბეუზე" 80 354 ადამიანი მივიდა (რამდენსაც იტევს ოფიციალურად ეს სტადიონი).
სეზონში ყველაზე მეტი ფეხბურთელი "მალაგამ" გამოიყენა - 34. შემდეგ მოდის "რეალი" და "სევილია" (32-32). ყველაზე ცოტა ფეხბურთელი დასჭირდა "რეალ სოსიედადსა" და "ხეტაფეს" - 23. 19 ლეგიონერი გამოიყენა "სევილიამ", 17 "მალაგამ" და 16 "რეალმა". ჩემპიონი სულ 10 ლეგიონერით დაკმაყოფილდა. ლეგიონერი ტრადიციულად არც ახლა ჰყოლია ბილბაოს "ატლეტიკს". ყველაზე ახალგაზრდული გუნდი პრიმერადივიზიონში "ესპანიოლს" ჰყავდა, ბარსელონელთა საშუალო ასაკი 23,6 წელია. მერე მოდის "რეალი" - 23,9. ვეტერანებით "ოსასუნა" იყო დაკომპლექტებული - 28,1 წელი. ესპანეთის ჩემპიონატის საშუალო ასაკი კი 25,5 წელია.
ლა ლიგის ტოპ-10 "კასტროლის" მიხედვით
1. მესი ბარსელონა 1186 ქ.
2. ბენზემა რეალი 988
3. რონალდო რეალი 952
4. იგუაინი რეალი 856
5. აგუერო ატლეტიკო 830
6. ვილია ბარსელონა 830
7. პუიოლი ბარესლონა 823
8. პიკე ბარსელონა 821
9. დ. ალვეში ბარსელონა 821
10. სოლდადო ვალენსია 813