მანუმ ოცნება ორჯერ აისრულა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა დაიწყო 4 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის შეკრება. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი "ბარსელონას" ფეხბურთელები ორი დღის დაგვიანებით შეუერთდებიან, სხვები კი უკვე ბაზაზე იმყოფებიან. ყველაზე დიდი მოულოდნელობა შემადგენლობაში "ხეტაფეს" აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, მანუ დელ მორალის გამოჩენა იყო. 27 წლის ანდალუსიელი, რომელიც ახალ სეზონს "სევილიაში" დაიწყებს, ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს, თუმცა ის ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

დელ ბოსკემ "ბარსას" თხოვნა გაითვალისწინა და დამღლელი სეზონის შემდეგ ასვენებს ჩავის. სესკ ფაბრეგასი კვლავ ტრავმირებულია. მოულოდნელი იყო
ისიც, რომ "ვალენსიას" ფორვარდი რობერტო სოლდადო, რომელიც დიდებულ ფორმაში იყო, დელ ბოსკემ არ გამოიძახა.

მეკარეები: ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ლივერპული), იკერ კასილიასი (რეალი).
მცველები: ანდონი ირაოლა (ბილბაო), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი, სერხიო რამოსი (სამივე - რეალი), ხოან კაპდევილა (ვილიარეალი).
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ორივე - ბარსელონა), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ჩაბი ალონსო (რეალი), ბორხა ვალერო, სანტი კასორლა (ორივე - ვილიარეალი).
თავდამსხმელები: ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), დავიდ ვილია, პედრო (ორივე - ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მანუ დელ მორალი (ხეტაფე/სევილია), ალვარო ნეგრედო (სევილია).

"ჩემთვის ეს დიდი დღეა. ოცნების ასრულების შანსი მომეცა - ეროვნულ გუნდში გამომიძახეს. ამ კვირაში ორმა რამემ გამახარა ძალიან: ძალიან კარგ გუნდში გადავედი და ნაკრებში დამიძახეს. ახლა ეს დაფასება ორივეს, "სევილიასაც" და ნაკრებსაც შრომითა და თავდადებით უნდა გადავუხადო", - დაწერა "სევილიას" ვებსაიტზე მანუ დელ მორალმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული