22 წლის არგენტინელმა ფორვარდმა, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონატში 20 გოლი გაიტანა, ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ მადრიდული კლუბიდან წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. "ჩვენ მზად ვართ გავყიდოთ ფეხბურთელი, მაგრამ კლუბის ინტერესების გათვალისწინებით პოტენციურმა მყიდველმა მხოლოდ 45 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, თანაც ნაღდი ფული",
"აგუერომ გვითხრა, რომ წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კეთილი და პატიოსანი. ახლა მისგან ველით ის კლუბები დაასახელოს, რომლებსაც მისი შეძენა სურთ. ჯერ თავად ფეხბურთელიც დუმს და არც ვინმეს მოუმართავს ჩვენთვის ოფიციალური წინადადებით. თუ არ გამოჩნდა მყიდველი, აგუეროს პრობლემები ელის, ჩვენ მას მხოლოდ 45 მილიონის სანაცვლოდ თუ დავთმობთ", - თქვა "ატლეტიკოს" ბოსმა.