სპეციალისტი "ატლეტიკოს" წიანდადებამ დააინტერესა, თუმცა ამ კლუბში მუშაობაზე უარი მეუღლემ ათქმევინა, რომელსაც ინგლისში ცხოვრება სურს.
ზაფხულში ესპანელი მწვრთნელი შესაძლოა ლონდონის "ტოტენჰემს" ან ბირმინგემის "ასტონ ვილას" ჩაუდგეს სათავეში.
ბენიტესის უარის შემდეგ "ატლეტიკოს" თავკაცობის მთავარ პრეტენდეტად ხოაკინ კაპაროსი, გრეგორიო მანსანო და ლუის ენრიკე გახდნენ.
ესპანეთის ჩემპიონატის 2010/11 წლის სეზონში "ატლეტიკომ" მეშვიდე ადგილი დაიკავა. სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდული კლუბის მწვრთნელი კიკე
ბენიტესი ბოლოს "ინტერში" მუშაობდა. ესპანელი მილანურ გუნდს 2010/11 წლის სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა სათავეში და მასთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. 2010 წლის დეკემბერში ბენიტესი იტალიის ჩემპიონატში ნაჩვენები აარდამაკმაყოფილებელი შედეგების და "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატისთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით