"რეალი" ზაფხულში ექვს ფეხბურთელს გაყიდის

AutoSharing Option
"რეალი" ზაფხულში მინიმუმ ექვს ფეხბურთელთან განშორებას აპირებს.

კლუბის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს მომავალი სეზონის დაწყება შემადგენლობაში 23-24 მოთამაშით სურს. თუმცა ამ დროისთვის კლუბში კონტრაქტით 28 ფეხბურთელი იმყოფება, ახლადშეძენილი ნური შაჰინის, ჰამით ალტინტოპის და ხოსე კალეხონის ჩათვლით.

ამასთან, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. ამ დროისთვის მოლაპარაკებები ემანუელ ადებაიორის გადმობირებასთან დაკავშირებით, "მანჩესტერ სიტისთან" მიმდინარეობს.

ასე, რომ ტრანსფერზე დაყენებული ფეხბურთელების სია, შესაძლოა "რეალის" შენაძენების მიხედვით გაიზარდოს.

მადრიდელები ზაფხულში სავარაუდოდ, ესეკიელ გარაის, ლასანდა დიარას, როისტონ დრენტეს, ფერნანდო გაგოს, სერხიო
კანალესს და პედრო ლეონს შეელევიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
reali super gundia
lombardo
22:36 01-06-2011
0

სიახლეები პოპულარული