დიდი ხანია, ცნობილია, რომ "რეალის" ყოფილ ფორვარდს პრიმერადივიზიონში დაბრუნება სურდა. ის კი არა, სეზონის შუაში "რეალს" ფორვარდი დასჭირდა და "ჰამბურგს" მიმართა. მაშინ ვან ნისტერლოი ბავშვივით აღტაცებული არიგებდა ინტერვიუებს და უხაროდა, რომ მადრიდში მიდიოდა, თუმცა
მწვრთნელები მალე
მადრიდის "ატლეტიკოს" სპორტულმა დირექტორმა ხოსე კამინერომ განაცხადა, რომ გუნდს 10 დღეში ეყოლება ახალი მწვრთნელი. შეგახსენებთ, რომ სეზონის ჩამთავრებასთან ერთად კიკე სანჩეს ფლორესს კონტრაქტი დაუსრულდა "ატლეტიკოსთან" და მას ახალი აღარ შესთავაზეს. "მოგეხსენებათ, მწვრთნელი ნებისმიერი პროექტის წამრატების საფუძველია. ამიტომაც სწორ შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ზუსტად 10 დღე გვჭირდება", - განაცხადა კამინერომ პრესკონფერენციაზე.
უფრო მალე გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს "სევილიას". ანდალუსიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ საამისოდ მედიას 48 საათი სთხოვა. ამ შემთხვევაშიც გუნდის თავკაც გრეგორიო მანსანოს ხელშეკრულება დაუსრულდა "სევილიასთან" და კლუბმა არ ინება მანსანოსთან თანამშრომლობის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ ეს კლუბები ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ. "სევილიამ" მე-5 ადგილი დაიკავა, "ატლეტიკომ" - მეშვიდე, თუმცა ერთნაირი ქულებით დაასრულეს ჩემპიონატი.
გუაიტა 2015-მდე
"ვალენსიას" 24 წლის გოლკიპერმა ვისენტე გუაიტამ "ღამურებთან" 2015 წლამდე გააგრძელა ხელშეკრულება. გუაიტამ სეზონი მესამე მეკარის სტატუსით დაიწყო, თუმცა სესარსაც აჯობა და მოიასაც. გაისად უკვე გუაიტა "ვალენსიას" ძირითადი მეკარე იქნება. "მოხარული ვარ, ვერც კი წარმომიდგენია "ვალენსიას" დატოვება", - განაცხადა გუაიტამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.