ლიონელ მესი ესპანეთში საუკეთესოდ ზედიზედ მესამედ აღიარეს

AutoSharing Option
გაზეთმა Marca-მ ტრადიციულად გამოავლინა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. პრიზი, რომელიც ალფრედო დის ტეფანოს სახელს ატარებს, ზედიზედ მესამედ "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მიიღო.

23 წლის არგენტინელმა "რეალის" ნახევარმცველ კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც 40 გოლით პრიმერას ბომბარდირული რეკორდი დაამყარა და თანაგუნდელს და ესპანეთის ნაკრების ჰავბეკ ჩავის გადაუსწრო.

მესიმ მიმდინარე სეზონში "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ჟიურის შემადგენლობაში თავად დი სტეფანოს გარდა, ასევე ფეხბურთის სამყაროში ცნობილი ხალხი, ანდონი სუბისარეტა, ემილიო ბუტრაგენიო, ფაბიო კაპელო, ფერნანდო იერო, ლუის სუარესი და სხვები შედიოდნენ.

ეს
პრიზი გაზეთმა Marca-მ 2007/2008 წლის სეზონში დააწესა. მისი პირველი მფლობელი "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი რაული გახდა, მას შემდეგ კი ჯილდოს მხოლოდ მესის აკუთვნებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული