"ვალენსიას" 33 წლის ნახევარმცველმა დავიდ ალბელდამ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გააგრძელა. ჰავბეკი "ღამურების" შემადგენლობაში 1999 წლიდან გამოდის, 311 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
ალბელდამ "ვალენსიასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ქვეყნის თასი, უეფას თასი და უეფას სუპერთასი მოიპოვა.
მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით