"მალაგა" დიდი ხანია ეძებს ისეთ ფეხბურთელს, რომელიც გუნდის შეტევების ლიდერი გახდება. საამისოდ არაგონულმა კლუბმა ხავიერ პასტორეც მოინდომა, თუმცა პალერმოელზე გრანდები ნადირობენ და 30 წლის ლუჩო გონსალესის ვარიანტი უფრო
"მარსელის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ლუჩომ ისინი წასვლის შესახებ გააფრთხილა. კლუბი თანახმაა, რომ გაყიდოს არგენტინელი 12 მილიონ ევროდ. სხვათა შორის, ფრანგულმა კლუბმა 2009 წელს შეიძინა ლუჩო 18 მილიონ ევროდ. არგენტინელი "მარსელის" ნამდვილი ლიდერი გახდა და 2010 წლის ტიტულის მოპოვებაში უდიდესი როლი ითამაშა. "მალაგა" არაბი შეიხ აბდულა ალ-ტანის საკუთრებაა და ფინანსური პრობლემები არ აწუხებს.
ამასობაში, "მალაგამ" "ბარსელონას" ჩანაცვლებაც მოინდომა - საქმე იმაშია, რომ აქამდე "ბარსა" ერთადერთი გუნდი იყო ევროპის მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში, რომელსაც მაისურზე არაკომერციული რეკლამა ეწერა, თუმცა მომავალ სეზონში ასე აღარ იქნება. სამაგიეროდ, ალ-ტანიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან გუნდს მხოლოდ ერთი წარწერა ექნება მაისურზე და ისიც არაკომერციული ხასიათის - იუნესკო-ს დირექტორ ირინა ბოკოვასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა - არაგონული გუნდი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის გამპიარებელი იქნება ფეხბურთში.
"მალაგა" ზრუნავს გუნდის მხარდამჭერებზეც - უკვე გამოაცხადეს, რომ ტენდენციის მიუხედავად, გუნდი სეზონის აბონიმენტებზე ფასს არ გაზრდის. საფუძველი ჩაეყარა კლუბის აკადემიის მშენებლობას. მოკლედ, "მალაგაში" დიდი ცვლილებებია.