სესარი "ვალიადოლიდის" აღზრდილია, სადაც მან 2000 წლამდე 200-ზე მეტი მატჩი
15:06 03-06-2011
რეალის ყოფილი მეკარე ვილიარეალში
AutoSharing Option
"ვალენსიას" 39 წლის გოლკიპერმა სესარ სანჩესმა კლუბი შეიცვალა. ის შორს არ წასულა, ვალენსიის მხარის მეორე კლუბ "ვილიარეალში" გადავიდა. ვეტერანს კონტრაქტის ვადა დაუსრულდა "ღამურებთან", ახალიც არავინ შესთავაზა, რასაც დაერთო ვისენტე გუაიტასთვის ხელშეკურელების 2015 წლამდე გაგრძელება და "ალმერიადან" ბრაზილიელი დიეგო ალვეშის დაბრუნება. ამიტომაც, სესარმა 12 თვით "ვილიარეალში" გადასვლა გადაწყვიტა. სესარი "ვალენსიაში" მატჩის განაცხადშიც ვეღარ მოხვდებოდა, "ვილიარეალში" კი დიეგო ლოპესის შემცვლელი იქნება. შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალმა" ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
სესარი "ვალიადოლიდის" აღზრდილია, სადაც მან 2000 წლამდე 200-ზე მეტი მატჩი
ჩაატარა. შემდეგ ის "რეალში" გადავიდა, თუმცა 5 სეზონის განმავლობაში სულ 20-მდე მატჩში მიიღო მონაწილეობა, რადგან თინეიჯერ იკერ კასილიასთან კონკურენცია წააგო. "ტოტენჰემში" უიღბლო ტრანსფერის შემდეგ, სესარმა ბინა "მესტალიაზე" დაიდო. ესპანეთის ნაკრებში ვეტერანს ერთადერთი მატჩი აქვს ნათამაშები, 2000 წლის აგვისტოში ჰანოვერში გერმანიასთან 1:4 ამხანაგურ მარცხში.
სესარი "ვალიადოლიდის" აღზრდილია, სადაც მან 2000 წლამდე 200-ზე მეტი მატჩი
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული