- რატომ დაინტერესდით ფაბიო კოენტრაოთი? მის პოზიციაზე ხომ მარსელო გყავთ?
- კოენტრაო დიდებული ფეხბურთელია. მე მომწონს მისი თამაში, რადგან უნივერსალია - ყველგან შეუძლია თამაში. ასეთი ტიპის ფეხბურთელებს ყველა კლუბის კარი ღია აქვთ, მით უმეტეს, ისეთი მომთხოვნილებების გუნდს, როგორიც "რეალია".
- მისი ტრანსფერი არ მითხოვნია. "კუნი" ფანტასტიკურია, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?
- ამბობენ, რომ "რეალმა" შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვას, მათ შორის კი ქარიმ ბენზემას და გონსალო იგუაინს ასახელებენ?
- არ ვადასტურებ. მეტიც, ბენზემა და იგუაინი არ იყიდება!
- "რეალმა" უკვე დაიმატა სამი ფეხბურთელი და მათ შორისაა ნური შაჰინი, რას იტყვით მასზე?
- ფაქტები თავისთავად მეტყველებენ: შაჰინი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ტურნირის, რომელიც წლითიწლობით ძლიერდება. ვფიქრობ, კიდევ ერთი ტალანტი შევიძინეთ, როგორიც იოზილი, მარსელო, დი მარია, ბენზემა და სხვებია. ჩვენ ვართ ახალგაზრდული გუნდი - სადღაც, 3-4 წელში, შესაძლოა, ევროპულ ფეხბურთში ახალი ერა დაიწყოს - "რეალის" ეპოქა.
- ხორხე ვალდანო კლუბიდან გაუშვეს, ბევრი ამ გადაწყვეტილებას თქვენს პერსონას უკავშირებს...
- რა ვთქვა, არ ვარ ბედნიერი, რომ ასე მოხდა. თუმცა ყველას ვეტყვი, რომ ვალდანოს წასვლით ჩემი "ძალაუფლება" "რეალში" არ გაზრდილა და მე ეს სულაც არ მსურს - მწვრთნელი ვარ და მხოლოდ სამწვრთნელო საქმიანობა მაინტერესებს. ვალდანოს საწინააღმდეგო პირადად არაფერი მქონდა. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ კარიერაში. უბრალოდ, კლუბის სტრუქტურა არ იყო თანამედროვე სტანდარტს მორგებული. კარგი ორგანიზაცია არ არის მაინცდამაინც წარმატების გარანტი, მაგრამ ცუდი ორგანიზაცია უთუოდ წარუმატებლობის გარანტიაა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვითარდებოდეთ და სრულყოფილებისკენ ვისწრაფვოდეთ.
- თქვენ გადაწყვიტეთ უეფა-ს მიერ გამოტანილი სასჯელი სასამართლოში გააპროტესტოთ, ეს კი სახიფათოა...
- ასეც ვიზამ. ჩემი საქმე უნიკალურია - უეფა-მ არ ამიხსნა, რატომ დამსაჯა. კლუბის ინტერესებს ყოველთვის დავიცამ მიუხედავად იმისა, როგორ იმოქმედებს ეს ჩემს იმიჯზე. ბოლობოლო, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა თავი დაიცვას.
- თქვენ წლეულს "ბარსელონას" და გვარდიოლას ღიად დაუპირისპირდით...
- ასე არ ვიტყოდი, ამ კლუბს არ ვეხები და მის წინააღმდეგ არ გამოვდივარ. მე ვიცნობდი გვარდიოლას, როგორც ფეხბურთელს და ვიცნობ მას, როგორც მწვრთნელს.
- "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო...
- და ეს ფინალში გაცილებით დამაჯერებლად გააკეთა, ვიდრე წინა რაუნდებში. ლონდონში "ბარსა" იყო საუკეთესო გუნდი და ჩემპიონიც დამსახურებულად გახდა.
- სეზონის განმავლობაში ერთი-ორჯერ თქვენს წასვლაზეც დაიწყეს ლაპარაკი...
- "რეალიდან"? არა, რატომ? აქ თავს კარგად ვგრძნობ, ხელმძღვანელობა მენდობა, გეგმები გრანდიოზული გვაქვს. "რეალში" იქამდე ვიქნები, სანამ ეს კლუბის ხელმძღვანელებს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ენდომებათ.
- წამსვლელთა შესახებ რას იტყვით?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. მინდა, რომ ადებაიორი დარჩეს მადრიდში, პედრო ლეონს კი წასვლას ვურჩევდი, სერხიო კანალესისთვის კი საუკეთესო ვარიანტი იჯარით სხვაგან თამაში იქნება...