ესპანური კლუბი კიდევ ერთი იტალიელი თავდამსხმელის ჯუზეპე როსის შემცვლელს უკვე ეძებს, რომელიც გუნდს დღე-დღეზე დატოვებს. რაც შეეხება "ფიორენტინას", ფლორენციელები კი ცდილობენ თავიანთი თავდასხმის ლიდერი შეინარჩუნონ, თუმცა ფინინსური თვალსაზრისით მომხიბვლელ წინადადებაზე საეჭვოა უარი თქვან.
Tutto Mercato Web-ის ინფორმაციით, "ყვითელი სუბმარინეს" ხელმძღვანელობა მზადაა იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ 15 მლნ ევრო გადაიხადოს.