მოურინიო მოთამაშეების შესაძლო გაცვლის შესახებ "ინტერის" მთავარ მწვრთნელ ლეონარდოს უკვე დაუკავშირდა. როგორი რეაქცია ჰქონდა ლეონარდოს ამ წინადადებაზე, არ არის ცნობილი. "რეალს" კაკას გადასვლის სანაცვლოდ მაიკონის გარდა, "ინტერისგან" ფულადი კომპენსაციის მიღებაც სურს.
ავტორიტეტული საიტი transfermarkt.de კაკას და მაიკონს თანაბრად აფასებს. საიტის მონაცემებით, ორივე მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.
"რეალი" მაიკონის ყიდვას ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში აპირებდა. მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო. გარიგება ფინალურ სტადიაში იმყოფებოდა, თუმცა "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შეაჩერა. მან განაცხადა, რომ 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ამ თანხის გადახდას არ აპირებს.