ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა გამარჯვების რაოდენობის რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გამარჯვებების რაოდენობის მიხედვით გუნდის რეკორდი დაამხო. 8 ივნისს ღამით, ესპანეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ვენესუალა (3:0) დაამარცხა და ეს გამარჯვება დელ ბოსკესთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 39-ე გახდა. მან ლუის არაგონესის მიღწევა გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც 38 მოგება იყო.

ვენესუალა-ესპანეთის მატჩი ვენესუალის ქალაქ მარაკაიბოში გაიმართა. ესპანელთაგან გოლები დავიდ ვილიამ, პედრო როდრიგესმა და ჩაბი ალონსომ გაიტანეს.

დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა 44 მატჩში 39 გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება არაგონესს, მას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 38 შეხვედრის
მოსაგებად, 54 მატჩი დასჭირდა.

60 წლის დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს სათავეში 2008 წლის ზაფხულში ჩაუდგა და ამ პოსტზე სწორედ არაგონესი შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული