AS: "რეალი" აგუეროს სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის და დიარას და ნეგრედოს თმობს

AutoSharing Option
"რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ატლეტიკოს" თავდამსხმელის სერხიო აგუეროს შეძენას გეგმავს

"გალაქტიკოსები" მზად არიან აგუეროს სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო და ნახევარმცველები ლასანა დიარა და ფორვარდი ალვარო ნეგრედო დათმონ, რომელიც "სევილიაში" თამაშობს.

"ატლეტიკო" აგუეროს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკების გამართვას გეგმავს.

იმისთვის, რათა ნეგრედოზე უფლებები "ატლეტიკოს" გადასცეს, "სამეფო კლუბმა" ის 19 მილიონ ევროდ უნდა გამოისყიდოს. სწორედ ეს თანხაა ჩაწერილი ნეგრედოს კონტრაქტში იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" მის გამოსყიდვას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ აგუეროთი ასევე "ბარსელონა", "ჩელსი", "ბაიერნი" და "იუვენტუსია" დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული