ჟოზეს ბოსმანის ადვოკატი დაიცავს
უეფა-ს სააპელაციო კომიტეტის წინაშე ჟოზე მოურინიოს ინტერესებს ბელგიელი ადვოკატი ჟან-ლუი დიუპონი დაიცავს. პორტუგალიელ სპეციალისტს გადაწყვეტილი აქვს ევროპული ფეხბურთის ბოსების გადაწყვეტილება, მოურინიო 5 სალიგო მატჩით დასაჯონ, გააპროტესტოს. დიუპონი მადრიდში იმყოფებოდა და "სამეფო კლუბის" ადვოკატებთან მუშაობდა. დიუპონი ის ადვოკატია, რომელიც "ბოსმანის საქმეს" ხელმძღვანელობდა და რომელმაც მსოფლიო ფეხბურთში რევოლუცია მოახდინა.
გაკოტრდა, რათა გადარჩეს
ესპანური პრიმერას კლუბმა "რეალ სარაგოსამ" თავი ბანკროტად გამოაცხადა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა არაგონელ გულშემატკივრებს აიმედებს, რომ ეს ყველაფერი კლუბის საკეთილდღეოდ კეთდება. "სარაგოსა" მომავალ სეზონშიც პრიმერადივიზიონში იასპარეზებს. "სარაგოსას" ვალმა 110 მილიონი ევრო შეადგინა, კლუბმა სცადა ამ ვალის ნაწილის კრედიტებით დაფარვა, თუმცა წარუმატებლად. ექსპერტებმა უკვე დადეს კლუბის ფინანსური კატასტროფის დასკვნა - სამი წლის წინ "სარაგოსა" გავარდა პრიმერადივიზიონიდან, ეს ერთ-ერთი მიზეზია გაკოტრების, მეორე კი უმალ პრიმერაში დასაბრუნებლად გაღებული ინვესტიციებია. "სარაგოსას" ესპანეთის თასი 6-ჯერ აქვს მოპოვებული, 1995 წელს არაგონელებმა ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგეს.
სხვათა შორის, პრიმერადან გავარდნილმა "ერკულესმაც" გამოაცხადა, რომ ფინანსურად გაკოტრდა. გაკოტრებულის სტატუსი აქვს პრიმერაში დაბრუნებულ "ბეტისსაც".