ფაბრეგასი ორშაბათს ბარსელონაში ჩაფრინდება

AutoSharing Option
"არსენალის" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა "ბარსელონასთან" პირადი კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებას უკვე მიაღწია, მას შემდეგ, რაც "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერისგან კატალონიურ კლუბში გადასვლის ნებართვა მიიღო.

შაბათს ბარსელონაში მოთამაშის აგენტი დარენ დინი იმყოფებოდა, ორშაბათს კი კატალონიის დედაქალაქში თავად ფეხბურთელიც უნდა ჩავიდეს.

"არსენალი" ფაბრეგასის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს, მაშინ როცა "ბარსელონა" 30 მილიონის გადახდას გეგმავს.

ლონდონური კლუბი სატრანსფერო თანხის შემცირების მიზნით გარიგებაში სხვა ფეხბურთელების ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგია, მაშინ როცა კატალონიელები "მეთოფეებისთვის" ბოიან კრკიჩის და ტიაგო ალკანტარას დათმობას გეგმავენ.

არსენ ვენგერი უკვე განიხილავს
"ვესტ ჰემის" ნახევარმცველის სკოტ პარკერის შეძენის საკითხს, რომელსაც მისი აზრით ფაბრეგასის შეცვლა შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული