მადრიდის "რეალმა" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა, რომელიც არბიტრების მისამართით გამონათქვამებისთვის დასაჯეს. სააპელაციო კომიტეტის სხდომა მოურინიოს საქმეზე, რომელსაც ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი, 2011 წლის 30 ივნისს გაიმართება.
მოურინიომ არბიტრები 27 აპრილს "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გააკრიტიკა. ამ შეხვედრაში "რეალი" 0:2 დამარცხდა, მწვრთნელმა კი განაცხადა, რომ მსაჯები კატალონიელთა სასარგებლოდ შეცდომებს განზრახ უშვებდნენ. მოურინიომ თქვა, რომ უეფა "ბარსელონას" ეხმარება. "რეალის" თავკაცმა ეს "ბარსელონას" UNICEF-თან თანამშრომლობით ახსნა.
დისკვალიფიკაციის გამო მოურინიომ "ბარსელონასთან" (1:1) საპასუხო მატჩი გამოტოვა. მწვრთნელს ერთი თამაშით პირობითი
დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი (რომელიც ძალაში მაშინ შევა, თუ მოურინიოს უახლოესი სამი წლის განმავლობაში დასჯიან). სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა კი ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლის სეზონის დასაწყისში მოუწევს.