"ატლეტიკო" დე გუზმანის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
"ატლეტიკო" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მალიორკას" ნახევარმცველის ჯონათან დე გუზმანის შეძენას აპირებს. მადრიდულ გუნდში დე გუზმანის მიწვევის ინიციატორი გუნდის ახალი თავკაცი გრეგორიო მანსანოა.

"ატლეტიკო" ჰოლანდიელის სატრანსფერო თანხის დაწევას "მალიორკასთვის" იმ ფეხბურთელების შეთავაზებით ეცდება, რომლითაც ის ერთ დროს დაინტერესებული იყო. როგორც ამბობენ, პირველ რიგში საუბარია თავდამსხმელ დიეგო კოსტაზე.

გასულ სეზონში დე გუზმანმა ესპანეთის ჩემპიონატის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული