პრიმერული ამბები

AutoSharing Option
ვილიარეალი
სენა ნისლიან ალბიონზე
პრემიერლიგაში აღზევებული უელსური "სუონსი" მოლაპარაკებას აწარმოებს "ვილიარეალთან", ბრიტანელთა ინტერესების სფეროში გუნდის ვეტერანი ნახევარმცველი მარკოს სენაა. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, "ელ მადრიგალზე" სწრაფად კარგავს პოზიციებს, ხოლო პრემიერლიგის დებიუტანტს მისი გამოცდილება ერთობ გამოადგება.

"სენა ტელეფონით ესაუბრა "სუონსის" მენეჯერ ბრენდან როდჯერსს და ის კმაყოფილია, რომ ბრიტანეთში დაინტერესება გამოიწვია. მარკოსს ძალიან დიდი სურვილი აქვს, პრემიერლიგაში გამოიჩინოს თავი", - განაცხადა 34 წლის ფეხბურთელის აგენტმა ელი კოიმბრამ.

სევილია
მარსელინო: დარჩი ფრედერიკ
"სევილიას" ახალმა თავკაცმა
მარსელინო გარსია ტორალმა განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს გუნდში ფორვარდი ფრედერიკ კანუტე დარჩეს. 33 წლის კანუტემ "სანჩეს პისხუანზე" 6 სეზონი გაატარა და 100-ზე მეტი გოლი გაიტანა.

კანუტეს მომავალს ამერიკულ მლს-ს და ყატარის ლიგას უკავშირებენ, თუმცა მარსელინოს პოზიციამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს: "კანუტე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ბოლო სეზონში გუნდისთვის. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ის ისევ "სევილიაში" ვიხილო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი მიიღებს".

მალაგა
ლიონმა ტულალანი დაადასტურა
"ლიონის" ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ცნობა, რომლის თანახმადაც ფრანგული კლუბი "მალაგასთან" მოლაპარაკებას მართავს ჟერემი ტულალანის ტრანსფერზე. "ეკიპის" ცნობით, "მალაგა" 27 წლის მცველის სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ ფრანგებისგან უარი მიიღო და 15 მილიონი მოითხოვა. თავად ტულალანი ახლა ოჯახთან ერთად აზიაში ისვენებს. ტულალანმა ბოლო ხუთი სეზონი გაატარა "ლიონში". მას 36-ჯერ უთამაშია საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული