"როსონერის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პეპ გვარდიოლას შეგირდებს და იოჰან კრუიფის გუნდს შორის პარალელები გაავლო.
"ბარსელონას" თამაშზე დაკვირვება დიდი სიამოვნებაა. დღევანდელი გუნდი უფრო ორგანიზებულია, ვიდრე კრუიფის "ოცნების გუნდი". ძალიან ძნელია იმ გუნდის დამარცხება, რომელიც ასეთ ფეხბურთს აჩვენებს. "ბარსელონას" წარმატებების გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ მისი მოთამაშეები მატჩების დროს თავს ბედნიერად გრძნობენ. ისინი თამაშისგან სიამოვნებას იღებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბარეზიმ.
მომზადებულია championat.ru-ს მიხედვით