რონალდო "სიტიში" თამაშს კვირაში 400 ათას ფუნტად დათანხმდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდო მზადაა ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდეს, თუკი კლუბის ხელმძღვანელობა მის ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

პორტუგალიელმა ჰავბეკმა თავისი მომსახურება მოკრძალებულად შეაფასა - კვირაში 400 ათასი ფუნტი. რონალდო ერთერთ პირობად "ქალაქელთა" კაპიტნის სამკლავურის მისთვის მიკუთვნებასაც აყენებს. ამასთან, ფეხბურთელს გუნდში 7-ნომრიანი მაისურა უნდა უბოძონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კრიშტიანოს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი ჰქონდა და პრესაში ცნობაც გავრცელდა, რომლის თანახმად "რეალი" ნახევარმცველს "მანჩესტერ სიტის" 150 მლნ ფუნტის ფასად დაუთმობდა.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული