"ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი კვირით ადრე შევიტყვეთ, რომ როსი "ბარსელონას" სამ პოტენციურ ახალწვეულთაგან ერთერთი იქნებოდა. მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. კატალონიელებს ყურადღების არავითარი ნიშანი არ გამოუვლენიათ.
ვფიქრობ, თუ ოფიციალურ წინადადებას მივიღებთ, გარიგება შედგება. როსი იტალიურ კლუბებსაც სურთ, მაგრამ თავად "ბარსელონას" მაისურის ჩაცმაზე ოცნებობს", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით