წინასწარი ინფორმაციით, ბრაზილიელი "რეალში" წელიწადში ორ მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. სატრანსფერო თანხა არ ხმაურდება.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ნეიმარი სეზონთაშორისი შესვენების პერიოდში "რეალის" მეოთხე შენაძენი გახდება. ადრე "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი ნახევარმცველებმა ნური შაჰინმა და ჰამით ალტინტოპმა, ასევე თავდამსხმელმა ხოსე კალიეხონმა გააფორმეს.
მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით