როგორც დრიმ თიმი
პეპ გვარდიოლას ხშირად უთქვამს ინტერვიებში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა. "ჩემპიონთა ლიგა უფრო გლამურულია, მაგრამ ტურნირი, რომელიც ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომელია წლის საუკეთესო გუნდი, ლა ლიგაა". პეპი, რაც კი "ბარსაში" დაინიშნა,
კრუიფის მიღწევა ექსტრაორდინალურთა კატეგორიიდანაა - პრიმერაში მხოლოდ ორი (უკეთესი) შემთხვევაა დაფიქსირებული, მადრიდის "რეალმა" 1961 წლიდან ზედიზედ ხუთი ტიტული მოიგო და იგივე 80-იან წლებში გაიმეორა - 1986 წლიდან მოყოლებული ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ლა ლიგა.
ევროპული ანალოგების ძიებაში
ახლა ვნახოთ, როგორ არის საქმე ამ მხრივ ევროპის მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში. ინგლისში ასეთი შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა - ზედიზედ სამჯერ მოიპოვეს ტიტული "ჰადერსფილდ თაუნმა", "არსენალმა", "ლივერპულმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" (ორჯერ). იგივე სიტუაციაა გერმანულ ბუნდესლიგაშიც - სამ-სამჯერ ზედიზედ მოიგეს პირველობა "ბაიერნმა" (სამჯერ) და მიონხენგლადბახის "ბორუსიამ".
იტალიაში ამ სეზონში "მილანს", რომ არ მოეგო თანაქალაქელ "ინტერს" საოცარი მიღწევა ექნებოდა საამაყოდ - თუმცა "ინტერმა" ზედიზედ ხუთი ჩემპიონატის მოგება იკმარა. 30-იან წლებში უნდა დავბრუნდეთ, რომ სერია ა-ს სხვა გუნდი გავიხსენოთ, რომელმაც ზედიზედ ხუთი ტურნირის მოგება შეძლო - ეს "იუვენტუსია". 40-იან წლებში ტურინის მეორე გუნდმა, "ტორინომ" ზედიზედ 4 ტიტული მოიგო.
80-იანი წლების ბოლოდან მარსელის "ოლიმპიკმა" ზედიზედ 4 ლიგა 1 მოიგო, მაგრამ "ლიონთან" ახლოსაც ვერ მივა მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში (ვგულისხმობთ ხუთეულს) - 2003 წლიდან მოყოლებული 2008 წლის ჩათვლით (6 ჩემპიონატი) "ლიონი" ფრანგული ოლიმპოდან ვერავინ ჩამოაგდო.
პეპის მეგოლეები
მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში ხოსეპ გვარდიოლა ჩაუდგა, "ბარსამ" ჯამში 449 გოლი გაიტანა, აქედან 138 ლეო მესის ანგარიშზეა და, ბუნებრივია, ის კლუბის ბომბარდირია სამი სეზონის ჯამში. საოცარია, როგორი პროგრესიით მიდის არგენტინელის ბომბარდირული მაჩვენებლები: პეპისთვის პირველ სეზონში ლეომ 38 გოლი გაიტანა, შემდეგ - 47 და ბოლოს - 53!
გვარდიოლას ერთ-ერთი აღმოჩენა - პედრო როდრიგესი ბომბარდირთა დავაში მეორეა - 45 გოლით, მესამეზე ბოიან კრკიჩია - 29. სხვათა შორის, 20 წლის კრკიჩი ერთ რამეში ყველას სჯობს, მათ შორის მესისაც, მას გოლის გასატანად ყველაზე ნაკლები დრო ესაჭიროება მოედანზე. "ბარსას" დღევანდელი კონტიგენტიდან მეოთხე ადგილზე დავიდ ვილიამ გადაინაცვლა, რომელსაც ზურგს მხოლოდ ერთი სეზონი უმაგრებს - 23 გოლი.
ვილიაზე მეტი აქვთ გატანილი ფეხბურთელებს, რომლებიც აღარ ირიცხებიან კატალონიურ გრანდში - კამერუნელმა სამუელ ეტოომ 36 გოლი გაიტანა. არადა, გვარდიოლას გუნდში სულ ერთი სეზონი დაჰყო. ტიერი ანრიმ 30 გოლი გაიტანა, აქედან 26 2008/09 წლების სეზონში, ოთხი კი მომდევნოში.
გვარდიოლას გუნდში გოლები მხოლოდ ფორვარდებს არ გააქვთ - მცველებმა და ნახევარმცველებმა ჯამში 109 გოლი გაიტანეს. მათგან გამორჩეული ჩავია, რომელმაც სამ სეზონში 22 გოლი მიითვალა, შემდეგ მოდის სეიდუ კეიტა - 18. მცველებიდან დანი ალვეშსა (13) და ჟერარდ პიკეს (11) გამოვარჩევთ. "ბარსელონა ბ-დან" ძირითად გუნდში 8 გოლი გაიტანეს, აქედან 4 ტიაგო ალკანტარას ანგარიშზეა.
სულ კი 449 გოლი 29 ფეხბურთელის ანგარიშზეა.