ლუის ენრიკე: "რომა" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს

AutoSharing Option
"რომას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.

"ძალიან მიხარია, რომ ისეთ კლუბს ჩავუდექი სათავეში, როგორიც "რომაა". "ბარსელონა B"-ში მუშაობის შემდეგ დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ რომაელთა მხრიდან წინადადება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მუშაობის გაგრძელება გადავწყვიტე.

მსურს იტალიას ვანახო, რაც ესპანეთში ვისწავლე - ესაა შემტევი ფეხბურთი, მოთამაშეთა კარგი გადაადგილებით. მოგებას პირველივე წუთებიდან შევეცდებით. მსურს, გუნდმა გაიგოს, რომ შეტევა - ეს მძიმე სამუშაოა.

იმედი მაქვს, გულშემატკივრები მიმდინარე სეზონში მხარს დაგვიჭერენ", - განაცხადა სპეციალისტმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული