მადრიდულ კლუბში მოთამაშის სიტყვებს, რომ სათამაშო დროის ნაკლებობის გამო გუნდის დატოვება სურს, სატრანსფერო თანხის დაწევის მიზნით ზეწოლად მიიჩნევენ.
ამასთან, მადრიდული კლუბი მზადაა ფინანსურ დათმობაზე წავიდეს, იმ შემთხვევაში, თუ საუბარი იქნება ჰავბეკის იმ გუნდში გადასვლაზე, რომელიც რომელიმე ტურნირში "რეალის" პირდაპირი კონკურენტი არ არის. მაგალითად, არაა გამორიცხული, რომ ფასს დაუკლებენ "იუვენტუსს", რომელიც გასული სეზონის შედეგების მიხედვით ევროთასებზე ვერ მოხვდა. ტურინელები დიარას სანაცვლოდ 13 მილიონს იხდიან.
მომზადებულია Marca-ს