პოლიციას ფრანგის გამოკიდება მოუხდა, რომელიც ლურჯ "პორშეს" მართავდა. საბოლოოდ ბენზემა მანქანის სახიფათო მართვისთვის 250 ევროთი დააჯარიმეს. რბოლაში მისი მეგობრები "ფერარით" და "ლამბორჯინით" მონაწილეობდნენ.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ გასულ საღამოს ეს მანქანები ქალაქში დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდნენ. ერთერთი მათგანი უმნიშვნელო ავტოსაგზაო ავარიაშიც მოხვდა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით