ევროპალიგელები

AutoSharing Option
ამ კლუბებს ორი რამ აერთიანებთ: მათ 58-58 ქულით დაასრულეს სეზონი და დაიკავეს მე-5 - მე-7 ადგილები და ისინი ევროპალიგის გათამაშებაში ჩაებმებიან.

"ბილბაო" და "სევილია" ევროპალიგის (ვფიქრობთ, ჩვენში დამკვიდრებული ტერმინი - ევროპის ლიგა არ არის სწორი) პლეი ოფის ეტაპიდან ითამაშებენ, ხოლო მადრიდის "ატლეტიკო" - მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან. ამ სამეულიდან მიღწეულით კმაყოფილი მხოლოდ ბასკური კლუბი თუ იქნება, თორემ "სევილია" და "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის საგზურს გეგმავდნენ, შესაბამისად, სეზონის ბოლოს მათ მთავარი მწვრთნელები შეეცვალათ.

თ    მ     ფ    წ    
 ბ        ქ
5. სევილია     38   17   7   14   62-61   58
6. ბილბაო      38   18   4   16   59-55   58
7. ატლეტიკო  38   17   7   14   62-53   58

შესანიშნავი ტრიო: ნეგრედო, აგუერო, ლორენტე
გოლი + პასი ამ სამ გუნდში "სევილიას" ფორვარდი ალვარო ნეგრედო გამოირჩევა, რომლის ანგარიშზე 20 გოლი და 5 საგოლე პასია. შესანიშნავი შედეგია თავდამსხმელისთვის. 20 გოლი მადრიდელმა სერხიო აგუერომაც გაიტანა, 18 იკმარა მსოფლიოს ჩემპიონმა ფერნანდო ლორენტემ. ნეგრედო-კანუტეს წყვილმა ჯამში 32 გოლი გაიტანა, არადა, კანუტე ტრავმებმა გატანჯეს, თორემ მეტსაც მიაღწევდა. მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ "სევილიას" შეტევაში ყველაფერი კარგად ჰქონდა (10 გოლის გატანა მოასწრო ბრაზილიაში გადაბარგებამდე ლუიშ ფაბიანომაც). პრინციპში, ამ მხრივ არც ორ დანარჩენ კლუბს უჭირდა.

"სევილიას" და "ბილბაოს" კარში ყველაზე მეტი გოლი ერთი და იგივე ფეხბურთელმა გაიტანა - კრიშტიანო რონალდომ, მან 4-4 ჯერ აიღო ანდალუსიური და ბასკური კლუბების კარი. აი, "ატლეტიკო" კი ყველაზე მეტად ლეო მესიმ გაამწარა - 4-ჯერ.

სევილია
გოლები: ნეგრედო (20), კანუტე (12), ლ. ფაბიანო (10), რაკიტიჩი (5), პეროტი (3), ალფარო (2), კონკო (2), ესკუდე (2), რენატო (2), ხ. ნავასი (1), რომარიკი (1), ფასიო (1), კასერესი (1).
საგოლე პასები: პეროტი (6), ნეგრედო (5), ხ. ნავასი (4), რომარიკი (3), რაკიტიჩი (2), კანუტე (2), დაბო (2), რენატო (2), კასერესი (2), გუარენტე (1), ლ. ალბერტო (1), ლ. ფაბიანო (1), როდრი (1), ალფარო (1), კაპელი (1), ს. სანჩესი (1), აკოსტა (1), ხ. კარლოსი (1), ზოკორა (1).

ბილბაო
გოლები: ფ. ლორენტე (18), ტოკერო (7), დ. ლოპესი (6). გაბილონდო (5), მუნიაინი (5), ირაოლა (4), ხ. მარტინესი (4), გურპეგი (2), სან ხოსე (2), ვერა (1), ორბაისი (1), სუსაეტა (1), ი. პერესი (1), ფასიო (სევილია) ს. კ. (1), დელ მორალი (ხეტაფე) ს.კ. (1).

საგოლე პასები: ირაოლა (7), დ. ლოპესი (6), სუსაეტა (3), გაბილონდო (3), ტოკერო (3), დე მარკოსი (2), მუნიაინი (2), ორბაისი (2), ფ. ლორენტე (2), ი. მარტინესი (2), იტურასპე (1), აურტენეჩე (1), ხ. მარტინესი (1), გურპეგი (1).

ატლეტიკო
გოლები: აგუერო (20), ფორლანი (8), რეიესი (6), დ. კოშტა (6), ტიაგო (4), სიმაო (3), კოკე (2), ელიასი (2), სუარესი (2), ა. დომინგესი (2), ხუანფრანი (1), ხურადო (1), ვალერა (1), რ. გარსია (1), ფილიპე (1), კოდინა (ხეტაფე) ს.კ. (1), მუნუა (ლევანტე) ს.კ. (1).

საგოლე პასები: რეიესი (7), სიმაო (5), ფორლანი (5), ხუანფრანი (3), ტიაგო (3), რ. გარსია (3), სუარესი (3), აგუერო (2), ფილიპე (2), უიფალუში (2), დ. კოშტა (2), ა. ლოპესი (2), ვალერა (1), მერიდა (1).


შეუცვლელი დე ხეა
ყველაზე მეტი ფეხბურთელი "სევილიამ" გამოიყენა - 32, მერე მოდის "ბილბაო" - 29, ყველაზე ცოტა კი - "ატლეტიკომ" - 24. ამათში მხოლოდ 2 ფეხბურთელია ისეთი, რომელთაც ლა ლიგის 38-ივე ტურში მიიღეს მონაწილეობა: ფერნანდო ლორენტე და დავიდ დე ხეა, თუკი ბასკ ფორვარდს ცვლიდნენ ხოლმე, "ატლეტიკოს" მეკარემ მთელი ჩემპიონატი შეუცვლელად ითამაშა.

სევილია
მეკარეები: ვარასი (21), პალოპი (19).
მცველები: ფ. ნავარო (30), ესკუდე (28), კასერესი (25), დაბო (24), ალექსისი (21), ფასიო (19), კონკო (11), ს. სანჩესი (7), ლუნა (2), დრაგუტინოვიჩი (2), ესპინოსა (1).
ნახევარმცველები: კაპელი (27), რომარიკი (25), ზოკორა (24), რენატო (24), მედელი (15), ხ. ნავასი (15), რაკიტიჩი (13), გუარენტე (7), ჩიგარინი (6).
თავდამსხმელები: ნეგრედო (38), პეროტი (31), კანუტე (28), ლ. ფაბიანო (21), ალფარო (20), აკოსტა (10), ხ. კარლოსი (6), როდრი (5), ლ. ალბერტო (2), კონე (1).
სასტარტო 11 (ოპტიმალური): პალოპი - კონკო, ესკუდე, კასერესი, ფ. ნავარო - ხ. ნავასი, რომარიკი, ზოკორა, პეროტი - ლ. ფაბიანო, ნეგრედო.
სასტარტო 11 (სტატისტიკით): ვარასი - დაბო, ესკუდე, კასერესი, ფ. ნავარო - კაპელი, რომარიკი, ზოკორა, პეროტი - ნეგრედო, კანუტე.

ბილბაო
მეკარეები: ირაისოსი (37), რ. ფერნანდესი (1).
მცველები: ირაოლა (37), სან ხოსე (31), ეკიზა (21), ამორებიეტა (17), კოიკილი (16), კასტილიო (11), უსტარიცი (10), აურტენეჩე (10), ოსიო (4), ბალენზიაგა (1).
ნახევარმცველები: ხ. მარტინესი (35), გურპეგი (31), გაბილონდო (29), სუსაეტა (28), დ. ლოპესი (28), ორბაისი (26), იტურასპე (17), ი. გომესი (3), ი. პერესი (3).
თავდამსხმელები: ფ. ლორენტე (38), მუნიაინი (35), ტოკერო (30), დე მარკოსი (13), ი. მარტინესი (8), ი. ველესი (5), ვერა (5), დე სერიო (2).
სასტარტო 11 (ოპტიმალური): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ამორებიეტა, აურტენეჩე - გურპეგი, ხ. მარტინესი, გაბილონდო, მუნიაინი - ტოკერო, ფ. ლორენტე.
სასტარტო 11 (სტატისტიკით): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კოიკილი - დ. ლოპესი, ხ. მარტინესი, გურპეგი, გაბილონდო, მუნიაინი - ფ. ლორენტე.

ატლეტიკო
მეკარეები: დე ხეა (38).
მცველები: უიფალუში (32), პერეა (28), ფილიპე (27), გოდინი (25), ა. დომინგესი (19), ა. ლოპესი (17), ვალერა (15), პულიდო (2).
ნახევარმცველები: ტიაგო (31), რ. გარსია (29), სუარესი (27), ასუნსაო (24), კოკე (17), მერიდა (17), ელიასი (15), ხუანფრანი (15), ნოგერა (2), ხურადო (1).
თავდამსხმელები: რეიესი (34), აგუერო (32), ფორლანი (32), დ. კოშტა (28), სიმაო (16).
სასტარტო 11 (ოპტიმალური): დე ხეა - უიფალუში, პერეა, ა. დომინგესი, ფილიპე - რეიესი, ტიაგო, რ. გარსია, ხუანფრანი - ფორლანი, აგუერო.
სასტარტო 11 (სტატისტიკით): დე ხეა - უიფალუში, პერეა, გოდინი, ფილიპე - რეიესი, ტიაგო, რ. გარსია, სუარესი - ფორლანი, აგუერო.

გურპეგი და უარესი
ამ სამ გუნდში მხოლოდ "სევილიას" მარცხენა მცველი ფერნანდო ნავარო გააძევეს ორჯერ, ნავარომ ამ "მონაგარს" 8 ყვითელი ბარათიც დაამატა. მაგრამ ის უხეშობით ახლოსაც ვერ მივა 30 წლის ბასკ კარლოს გურპეგისთან, რომელსაც ყვითელი ბარათი 16-ჯერ უჩვენეს! მიაქციეთ ყურადღება ანდალუსიელთა ჩილელ ლეგიონერ გარი მედელსაც - 1 წითელი და 7 ყვითელი ბარათი მან ზამთრის სატრანსფეროფანჯრის მერე მიიღო.

ფეხბურთელი გუნდი წით. ყვ.
ნავარო სევილია 2 8
პერეა ატლეტიკო 1 11
სან ხოსე ბილბაო 1 11
უიფალუში ატლეტიკო 1 10
გუპეგი ბილბაო - 16

როდესაც დეკემბერში ფეხბურთს სერხიო სანჩესი დაუბრუნდა, ეს ყველამ დიდ გმირობად შერაცხა - მართლაც, გულის დაავადების შემდეგ მოედანზე გასვლა დიდ სიმამაცესთან არის დაკავშირებული, როცა ამდენი უბედური შემთხვევა ხდება მოედნებზე. იმ დროისთვის, როცა სანჩესი დაბრუნდა, მას ზუსტად 354 დღე არ ჰქონდა ნათამაშები. ტრავმებმა ბილბაოელთა მოწინავე ფეხბურთელები დაინდო, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ ორ გუნდზე. განსაკუთრებით კი "სევილიაზე". ხესუს ნავასი, გუარენტე, დრაგუტინოვიჩი, რაკიტიჩი... … ეს ის ფეხბურთელებია, რომლებიც დიდი ხნით გამოაკლდნენ გუნდს ტრავმების გამო.

"სევილიას" სასარგებლოდ დაინიშნა 12 პენალტი (10 გამოიყენეს), ხოლო მის კარში 5 (4 გამოიყენეს). "ბილბაომ" 11 პენალტი დაარტყა (7 გამოიყენა), მის კარში კი 8-ვე პენალტი გავიდა. "ატლეტიკოს" სასარგებლოდ 5 პენალტი დაინიშნა და მხოლოდ 2 გავიდა, მადრიდელთა კარში დანიშნული 7 პენალტიდან 4-მა მიზანს მიაღწია.


ათასი წვრილმანი
სევილია ბილბაო ატლეტიკო
მოგება დიდი ანგარიშით: 4-1 3-0 4-0
წაგება დიდი ანგარიშით: 2-6 1-5 1-4
მეტი გოლი: 8 7 7
ხშირი სქემა: 4-4-2 (13) 4-3-1-2 (12) 4-4-2 (20)
მეტი დარტყმა: 24 23 26
მეტი ზუსტი დარტყმა: 11 8 11
ნაკლები დარტყმა: 3 5 5
ნაკლები ზუსტი დარტყმა: 1 2 1
მეტი ჯარიმა: 25 27 21
ნაკლები ჯარიმა: 6 8 7
მეტი კუთხური: 11 13 11
ნაკლები კუთხური: - 1 1
მეტი თამაშგარე: 7 14 8
ნაკლები თამაშგარე: - - -
მეტი %: 69 64 63
ნაკლები %: 35 25 31
მეტი მაყურებელი: 81 ათ. 83,5 ათ. 84,8 ათ.
ნაკლები მაყურებელი: 8,4 ათ. 6 ათ. 10 ათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული