გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბურია, მის პირველ ასისტენტად ორიოდე კვირის წინ დენის ბერგკამპი დაინიშნა, ახლა კი მათ შტაბში შეყვანას ლეგენდარულ იააპ სტამსაც სთავაზობენ. თუკი სტამი ამას არ დათანხმდება, მაშინ ვეტერანის გამოცდილებას კლუბი სხვა ფრონტზე შეეცდება.
იააპს პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია, რადგან მას “ცვოლესთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. “ამ წუთას ჩვენ მხოლოდ კონსულტაციებს გავდივართ სტამის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, - განუცხადა “დე ტელეგრააფს” ფრანკ დე ბურმა.
დენის ბერგკამპმა სწორედ ეს გზა გაიარა, მან მუშაობა “აიაქსის” აკადემიიდან დაიწყო და რის შემდეგაც მას დე ბურის ასისტენტის თანამდებობა ჩააბარეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"