ალექსის სანჩესი: ან "ბარსა", ან არაფერი

AutoSharing Option
"უდინეზეს" ჩილელმა ლეგიონერმა ალექსის სანჩესმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა: "ელ მუნდო დეპორტივოსთან" ინტერვიუში მან თქვა, რომ ან "ბარსელონაში" გადავა, ან, თუ ეს ტრანსფერი არ შედგება, "უდინეზეში" დარჩება. სხვა გუნდების წინადადებები კი მას უბრალოდ არ აინტერესებს.

22 წლის ფეხბურთელმა თავისებური ულტიმატუმიც კი წაუყენა იტალიურ კლუბს, რადგან, რა დასამალია და, უდინეელებს მისი სარფიანად გაყიდვა ერჩივნათ.

"ბარსელონა" იტალიურ კლუბს სანჩესის სანაცვლოდ 39 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო ინგლისური "მანჩესტერ სიტი" - 5-6 მილიონით მეტს. შეგახსენებთ, რომ სანჩესი "უდინეზეს" კონტრაქტით 2014 წლამდე ეკუთვნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული