ალკანტარა ოპერაციას იკეთებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 20 წლის ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ცხვირის ოპერაციას იკეთებს. ტიაგოს რესპირატორული პრობლემები თამაშში ხელს უშლიდა, ამიტომაც მან გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს ეს პრობლემა.

ცხვირის ოპერაციის შემდეგ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 10 დღეს დაისვენებს. მართალია, დანიაში საოცარი გოლის ავტორს "ბარსაში" დარჩენა სურს, მაგრამ ყველაფერი სესკ ფაბრეგასის ტრანსფერზეა დამოკიდებული - თუკი სესკი კატალონიაში დაბრუნდება, ალკანტარას სათამაშო პრაქტიკა არ ექნება.

ბეტისი ძლიერდება
პრიმერადივიზიონში აღზევებულმა "რეალ ბეტისმა" გუნდის გაძლიერება განაგრძო. ერთი კვირის წინ ანდალუსიელებმა ფაბრისიო აგოსტო დაიმატეს, ახლა კიდევ "ვილიარეალს" ორი ახალგაზრდა ნახევარმცველი
წაჰგვარეს: ჯეფერსონ მონტერო და ხავიერ მატილია.

მონტერო 21 წლის ეკვადორელი გარემარბია, ის "ბეტისში" იჯარით ითამაშებს. 22 წლის მატილია "ვილიარეალის" მთავარ გუნდში ბოლო სეზონის წინ გადაიყვანეს, თუმცა სათამაშო პრაქტიკა აკლდა, ის სევილიურ კლუბში სამ სეზონს ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული