მადრიდის "რეალის" ბანაკში ცუდი ამბავია - ბრაზილიელ კაკას სასწრაფოდ დასჭირდა მუხლის ართოსკოპიული ოპერაცია მენისკზე, რის გამოც ის გუნდს 3-4 თვით დააკლდა. კაკა ამერიკული ტურნედან ევროპაში ჩავიდა და ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილ სპეციალისტ, მარკ მარტენსთან გაიკეთა ოპერაცია. "რეალის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად ოპერაცია წარმატებული გამოდგა. "არ არის ტრაგედია თუკი კაკა სეზონის ნაწილს გამოტოვებს. სჯობს ის 100 პროცენტით იყოს მზად თამაშისთვის. გუნდში კი მისი შეცვლა არ გაგვიჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ კაკა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
01:48 06-08-2010
კაკა 3-4 თვეს ვერ ითამაშებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული