11 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მეხიკოს "აცტეკას" ესტუმრება და აფრიკული ტრიუმფის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ვისენტე დელ ბოსკემ გუშინ "ფურია როხას" სამექსიკე შემადგენლობა ჩამოწერა, რომელშიც არ არიან "ლივერპულის" ფორვარდი ფერნანდო ტორესი და "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა. ორივე ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოტოვებს ამხანაგურ თამაშს. გუნდში არ არიან მეკარე პეპე რეინა და მცველი რაულ ალბიოლი. "ბილბაოს" ნახევარმცველი ხავი მარტინესი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმეს, რომელსაც საკვალიფიკაციო მატჩი ელის ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ.
"ვილიარეალის" ნახევარმცველ ბრუნო სორიანოს აქვს შანსი ესპანეთის ნაკრების მაისურა მოირგოს, გუნდში
ცოტა რამ პოტენციურ ახალწვეულ ბრუნო სორიანოზე: 26 წლის ფეხბურთელს მთელი კარიერა "ვილიარეალში" აქვს გატარებული. ის საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა დაცვის მარცხენა ფლანგზეც თამაშობს, ცაციაა. "ვილიარეალში" მას 82 მატჩი აქვს გამართული.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა).
მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი (რეალი), კარლეს პუიოლი, ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ხოან კაპდევილა, კარლოს მარჩენა (ვილიარეალი), ნაჩო მონრეალი (ოსასუნა).
ნახევარმცველები: ხესუს ნავასი (სევილია), სანტი კასორლა, ბრუნო სორიანო (ვილიარეალი), ჩაბი ალონსო (რეალი), სერხიო ბუსკეტსი, ჩავი, პედრო (ბარსელონა), სესკ ფაბრეგასი (არსენალი), ხუან მატა (ვალენსია), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი).
თავდამსხმელები: დავიდ ვილია (ბარსელონა), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).
ლელო