ესპანურმა კლუბმა "მალიორკამ" აღარ შეიტანა ხელახალი საჩივარი უეფაში, მას შემდეგ, რაც ბალეარელთა პირველი საჩივარი ევროპული ფეხბურთის მამებმა მაშინვე უარყვეს. ხელმეორედ "მალიორკას" შეეძლო საჩივრის სპორტის საარბიტრაჟოში შეტანა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ გადაიფიქრა და ბედს შეეგუა. ასე რომ, უკვე გადაწყვეტილია - ევროპის ლიგაზე "მალიორკას" ადგილს "ვილიარეალი" დაიკავებს.