ლა ლიგა: ვარსკვლავთა გამოსათხოვარი...

AutoSharing Option
დღეს დავასრულებთ ლა ლიგის კლუბების სტატისტიკურ ანალიზს. მოვიძიებთ მიზეზებს, რის გამოც პრიმერა "დეპორტივომ", "ერკულესმა" და "ალმერიამ" დატოვეს. მთლად მინორული სტატია რომ არ გამოგვივიდეს, აქვე ახლოს გაგაცნობთ მათ მაგივრად აღზევებულ სამ კლუბს: "ბეტისს", "რაიო ვალეკანოსა" და "გრანადას".

პრიმერა
18. დეპორტივო 38 10 13 15 31-47 43
19. ერკულესი 38 9 8 21 36-60 35
20. ალმერია 38 6 12 20 36-70 30

სეგუნდა
1. ბეტისი 42 25 8 9 85-44 83
2. ვალეკანო 42 23 10 9 73-48 79
5. გრანადა 42 18 14 10 71-47 68

აი, ასეთი განლაგებით დაასრულა ჩემპიონატი ამ სექსტეტმა. თუკი "ალმერიასა" და "ერკულესის" ბედი ფინიშამდე გაირკვა, ესპანეთის ერთ-ერთი ტრადიციული კლუბი "დეპორტივო" ბოლო ტურში დრამატულად დაემშვიდობა ელიტას. თუმცა, გავბედავთ და ვიტყვით, რომ ამ
სამეულში ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს... ბოლოადგილოსანი "ალმერია" თამაშობდა. "ბეტისმა" და "რაიო ვალეკანომ" პირდაპირ მოიპოვეს ელიტის საგზური, ხოლო "გრანადამ" - პლეი ოფში. ასე მოხვდა, სეგუნდას მეხუთეადგილოსანი პრიმერაში, არადა "ბარსას" დუბლებსაც ჩამორჩა და "ელჩესაც", გუნდს, რომელსაც შემდეგ პლეი ოფის ფინალი მოუგო. მხარეთა ბალანსი კი ასე შეიცვალა (ესპანეთში ამას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას აქცევენ) - გავარდნენ თითო გალისიური, ვალენსიური და ანდალუსიური კლუბები, აღზევდა ორი ანდალუსიური და ერთიც მადრიდული. რისი წყალობითაც, პირველად პრიმერას ისტორიაში ელიტაში 4 მადრიდული გუნდი ითამაშებს. ამდენივე წარმომადგენელი ეყოლება ანდალუსიასაც.

მოკლედ, გავარდნილი სამეულიდან წაზე შეიძლება დაწყდეს გული ფეხბურთის ნეიტრალურ გულშემატკივარს. უპირველეს ყოვლისა, "დეპორტივოზე", კლუბზე, რომელმაც ბოლო წლებში ესპანურ ფეხბურთში პრეცენდენტი შექმნა და გრანდებზე "გაიწია", ევროპაშიც გაიბრწყინა და მუდამ ფავორიტთა შორის იყო. გალისიური გუნდი ელიტაში გატარებული 20 სეზონის შემდეგ დაქვეითდა. ამ გუნდის ცენტრფორვარდ ადრიან ლოპესზე (თუმცა კი ძალიან გვეეჭვება ლოპესი "დეპორს" სეგუნდაში ჩაყვეს) - 23 წლის ლოპესმა 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ახლახან კი ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის, სადაც 5 გოლით ბომბარდირი გახდა. "დეპორის" დამსახურებულ ვეტერან ვალერონზე და გუნდის ლიდერ მექსიკელ გუარდადოზე. ვალენსიის მხარის სიმპათიურ კლუბ "ერკულესზე", რომელსაც საინტერესო შემადგენლობა შეუგროვდა და სეზონის დასაწყისში დიდი სენსაციები მოახდინა ("ბარსელონას", "ატლეტიკოსა" და "სევილიას" მოუგო!), ტრეზეგე-ვალდესის დუეტზე თავდასხმაში, ერთი ხანობა, დიდებულად ათამაშებულ დრენტეზე. მაგრამ "ერკულესმა" ძალები ვერ გათვალა და სეზონის ბოლოს "ჩამოიშალა". და ბოლოს, "ალმერიას" ფანტასტიკურ არგენტინელ ლეგიონერ პაბლო პიატიზე...

დეპორტივო
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (21 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 3:0 (ესპანიოლი, მალაგა)
დიდი ანგარიშით მარცხი: 1:6 (რეალი)

გოლები: ა. ლოპესი (8), ლასადი (5), რიკი (3), ხისკო (2), აიტამი (2), გუარდადო (2), კოლოტო (2), ლოპო (2), არანსუბია (1), პ. ალვარესი (1), ხ. როდრიგესი (1), ლაურენი (1).
საგოლე პასები: ა. ლოპესი (3), კოლოტო (3), რიკი (3), რ. პერესი (2), პ. ალვარესი (2), მ. პაბლო (2), გუარდადო (1), მიჩელი (1), ვალერონი (1), ჟუკა (1), ლასადი (1), ხ. როდრიგესი (1).

მეკარეები: არანსუბია (32), მანუ (6).
მცველები: კოლოტო (36), ლოპო (33), მ. პაბლო (30), ლაურენი (22), აიტამი (19), მორელი (15), სეოანე (11), ზე კაშტრო (6), რინდაროი (4), როჩელა (2).
ნახევარმცველები: რ. პერესი (32), ხ. როდრიგესი (31), ტომასი (21), ვალერონი (21), ხ. დომინგესი (20), გუარდადო (20), პ. ალვარესი (17), საული (13), დეზმარე (12), მიჩელი (8), ჟუკა (8), დიონისიო (4).
თავდამსხმელები: ა. ლოპესი (36), ლასადი (33), რიკი (19), ხისკო (9), ურეტა (6), სანდი (5).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): არანსუბია - ლაურენი, კოლოტო, ლოპო, მ. პაბლო - პერესი, როდრიგესი - ლასადი, ვალერონი, გუარდადი - ლოპესი.
უდისციპლინოები: ლოპო (1 წ, 14 ყვ), პერესი (13), როდრიგესი (1, 9), ლაურენი (1, 8), 1, 6).
ხანგრძლივი ტრავმა: გუარდადო - 45 დღე


ერკულესი
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (31 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 4:1 (ატლეტიკო)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:4 (ოსასუნა)

გოლები: ტრეზეგე (12), ვალდესი (8), დრენტე (4), სენდოა (3), ტ. გომეში (2), პასი (2), კიკო (1), ტოტე (1), ტომერი (1), ფარინოსი (1), პორტილიო (1)
საგოლე პასები: კიკო (6), სენდოა (3), ტოტე (3), ვალდესი (2), ტ. გომეში (2), კორტესი (2), ფარინოსი (2), დრენტე (1), ხუანრა (1), რუფეტე (1), პენია (1).

მეკარეები: კალატაიუდი (34), ველტჰუიზენი (3), ალბა (2).
მცველები: კორტესი (34), პასი (29), პამარო (29), პენია (28), ხუანრა (14), ს. როდრიგესი (13), პულჰაკი (9), სარი (2).
ნახევარმცველები: აგილარი (34), კიკო (34), ტ. გომეში (28), ფრიტცლერი (26), სენდოა (23), კრისტიანი (19), დრენტე (17), რუფეტე (14), ფარინოსი (12).
თავდამსხმელები: ტრეზეგე (31), პორტილიო (26), ვალდესი (25), ტოტე (21), ტომერი (18), ლ. კარლოსი (1).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): კალატაიუდი - კორტესი, პამარო, პასი, პენია - აგილარი, ფრიტცლერი - კიკო, ვალდესი, ტ. გომეში - ტრეზეგე.
უდისციპლინოები: აგილარი (1 წ, 12 ყვ), ფრიტცლერი (2, 8), ვალდესი (1, 8).
ხანგრძლივი ტრავმა: დრენტე - 34 დღე


ალმერია
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1 (24 მატჩი)
დიდი ანგარიშით მოგება: 3:1 (მალიორკა)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:8 (ბარსელონა)

გოლები: პიატი (8), ულოა (7), უჩე (7), კრუსატი (3), ფეგული (2), კორონა (2), ხუანმა ორტისი (1), კ. გარსია (1), მ. სილვა (1), ბერნარდელო (1), მბამი (1), ვარგასი (1), გოიტომი (1).
საგოლე პასები: ბერნარდელო (5), კრუსატი (5), პიატი (4), უჩე (3), ხოსე ორტისი (2), ლუნა (1), ულოა (1), კორონა (1), მასედო (1), იაკობსენი (1), გოიტომი (1), მბამი (1), ვარგასი (1)

მეკარეები: დიეგო ალვეში (33), ესტებანი (5).
მცველები: კ. გარსია (33), მასედო (31), მ. სილვა (21), აკასიეტე (20), იაკობსენი (16), ლუნა (13), პელერანო (8), ლილიო (2), რიგო (1).
ნახევარმცველები: კრუსატი (34), ბერნარდელო (33), კორონა (30), მბამი (30), ხუანმა ორტისი (26), ვარგასი (20), ხუანიტო (9), ფეგული (9), ვალერი (9), ნიეტო (1).
თავდამსხმელები: პიატი (35), ულოა (34), უჩე (32), გოიტომი (26), ხოსე ორტისი (16).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): დიეგო ალვეში - მასედო, კ. გარსია, მ. სილვა, იაკობსენი - ბერნარდელო, მბამი - კორონა, კრუსატი, პიატი - უჩე.
უდისციპლინოები: ხუანმა ორტისი (12 ყვ), ბერნარდელო (11), ულოა (1 წ, 7 ყვ), კ. გარსია (1, 6), ვარგასი (8).
ხანგრძლივი ტრავმა: პელერანო - 182 დღე.


ბეტისი
ტაქტიკური სქემა: 4-4-2
დიდი ანგარიშით მოგება: 5:0 (კარტახენა)
დიდი ანგარიშით მარცხი: 1:4 (ელჩე)

გოლები: რ. კასტრო (27), მოლინა (18), ემანა (13), ბენატი (4), როვერსიო (3), სევილია (3), სანტოსი (3), პერეირა (3), დორადო (2), როკე (2), ესეკიელი (1), ისრაელი (1), კაფა (1), კასტო (1), ი. გომესი (1), არსუ (1).

მეკარეები: გოიტია (25), კასტო (17).
მცველები: დორადო (33), ი. გომესი (31), როვერსიო (22), მ. ლოპესი (21), როკე (13), მანუ (2).
ნახევარმცველები: სანტოსი (36), სანტამარია (34), სევილია (33), ესეკიელი (29), ისრაელი (21), არსუ (17), მომო (17), კანიასი (15), ხუანმა (14), ვეგა (6), კაფა (6), ს. როდრიგესი (2), ალექსი (2), დამი (1).
თავდამსხმელები: რ. კასტრო (42), ბენატი (36), მოლინა (34), ემანა (28), პერეირა (18).


რაიო ვალეკანო
ტაქტიკური სქემა: 4-3-3
დიდი ანგარიშით მოგება: 4:0 (უესკა)
დიდი ანგარიშით მარცხი: 0:4 (ბეტისი)

გოლები: არმენტეროსი (20), ტრეხო (9), პიტი (8), აგანსო (7), დელიბაშიჩი (7), კოკე (5), ბ. გარსია (3), სუსაეტა (3), ბ. გომესი (3), მიჩელი (3), მოვილია (2), ხული (1), კასადო (1), ლუკასი (1), ტიტო (1), ფუეგო (1).

მეკარეები: კობენიო (34), ხიმენესი (7), ხუან კარლოსი (1).
მცველები: კოკე (38), კასადო (34), ბ. გომესი (12), ტიტო (10), ანგულო (4), ლ. ბანგურა (4), ალკანისი (2), კასადო (2).
ნახევარმცველები: მოვილია (41), ტრეხო (40), არიბასი (38), ფუეგო (37), არმენტეროსი (37), პიტი (34), ბ. გარსია (28), ხული (27), მიჩელი (20), რ. გარსია (17), სუსაეტა (14), პროვენსიო (7), იუმა (7), ბენიტო (2).
თავდამსხმელები: დელიბაშიჩი (30), აგანსო (23), ლუკასი (5).


გრანადა
ტაქტიკური სქემა: 4-2-3-1
დიდი ანგარიშით მოგება: 5:0 (ხერესი)
დიდი ანგარიშით მარცხი: 1:4 (ბეტისი)

გოლები: გეიხო (24), ბენიტესი (10), ორელანა (8), კოლანტესი (6), იგჰალო (5), ი. ლოპესი (4), ა. გომესი (3), კალვო (3), რიკო (2), მაინსი (2), მენსა (1), ლუსენა (1), ნიომი (1).

მეკარეები: რობერტო (44), ხოსე ხუანი (3)
მცველები: ნიომი (43), ი. ლოპესი (40), მაინსი (28), ლუსენა (24), რუბენი (19), მენსა (15).
ნახევარმცველები: ა. გომესი (45), რიკო (44), ბენიტესი (40), კოლანტესი (39), კალვო (37), ო. პერესი (26), ხუანდე (17), კრუსი (7), ბერგანტინიოსი (6), კიტოკო (4), გრანადა (3), გოკუ (1).
თავდამსხმელები: ორელანა (39), გეიხო (36), იგჰალო (25), მურიელი (7), სპესიე (6), სანჩონი (5).

შენიშვნა: გრანადას ფეხბურთელებს პლეი ოფის სტატისტიკაც მითვლილი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული