ბიელსა "ბილბაოში"?

AutoSharing Option
7 ივლისს ბილბაოს "ატლეტიკის" პრეზიდენტის არჩევნებია. გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა ხოსუ ურუტიამ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, კლუბს სათავეში არგენტინელი მარსელო ბიელსა ჩაუდგება, არგენტინისა და ჩილეს ნაკრებების ყოფილი თავკაცი.

ურუტიამ ისიც გამოაცხადა, რომ სპორტულ დირექტორად კლუბში ხოსე მარია ამორორტუს დანიშნავს, ხოლო სარეზერვო გუნდის მწვრთნელად - ხოსე ანხელ სიგანდას.

"მსოფლიოში სულ 7-8 მწვრთნელია ბიელსას დარი სპეციალისტი. ის ძალიან წაადგება "ატლეტიკს", - განაცხადა ურუტიამ პრესკონფერენციაზე. მისი ხელმძღვანელობით კლუბში ადგილი ყოფილ თანაკლუბელს ფეხბურთელობისას აიტორ ლარასაბალსაც აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული