ურუტიამ ისიც გამოაცხადა, რომ სპორტულ დირექტორად კლუბში ხოსე მარია ამორორტუს დანიშნავს, ხოლო სარეზერვო გუნდის მწვრთნელად - ხოსე ანხელ სიგანდას.
"მსოფლიოში სულ 7-8 მწვრთნელია ბიელსას დარი სპეციალისტი. ის ძალიან წაადგება "ატლეტიკს", - განაცხადა ურუტიამ პრესკონფერენციაზე. მისი ხელმძღვანელობით კლუბში ადგილი ყოფილ თანაკლუბელს ფეხბურთელობისას აიტორ ლარასაბალსაც აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"