მოურინიო კასილიასს კაპიტნობას ჩამოართმევს

AutoSharing Option
ესპანურ მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, ჟოზე მოურინიო "სამეფო კლუბში" კაპიტნის შეცვლას აპირებს. შეგახსენებთ, რომ "რეალის" კაპიტანი არც მეტი არც ნაკლები - მსოფლიოს ჩემპიონთა კაპიტანი იკერ კასილიასია.

ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ პორტუგალიელი ამხელა ავტორიტეტის ხელყოფას გაბედავს. თუმცა მოურინიოს თავისი არგუმენტები აქვს - მას სჭირდება კაპიტანი, მინდვრის მოთამაშე, რომელსაც მუდამ შეეძლება შეხვედრის არბიტრთან ურთიერთობა. მოურინიოს ეს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციად მიაჩნია. კასილიასი კი პოზიციის გამო ამას ვერ ახერხებს, რადგან კარის დატოვება არ შეიძლება.

"ჩელსიში" მოღვაწეობისას მოურინიოს გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი იყო, "ინტერში" კი
- არგენტინელი ხავიერ ძანეტი. ჯერჯერობით, მოურინიოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ამბობენ, რომ კაპიტნობის უმთავრესი კანდიდატები, მცველი სერხიო რამოსი ან ნახევარმცველი ჩაბი ალონსო არიან.

ამავდროულად, მოურინიო ზრუნავს, რომ ამ სავარაუდო გადაწყვეტილებით ტრავმა არ მიაყენოს კასილიასს, მას შეუნარჩუნდება ყველა ის პრივილეგია, რაც კაპიტნის სტატუსით აქვს კლუბში. ფაქტობრივად, კასილიასი კაპიტნად რჩება, ოღონდ, არა თამაშის მომენტში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული