"ატლეტიკო" და "ესპანიოლი" პირველები არიან

AutoSharing Option
გუშინ ლა ლიგას კლუბებიდან პირველებმა ახალი სეზონისთვის მზადება მადრიდის "ატლეტიკომ" და ბარსელონის "ესპანიოლმა" დაიწყეს. თუმცა შეკრების პირველ დღეს ორივე გუნდში ფეხბურთელების სამედიცინო შემოწმებით შემოიფარგლნენ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ კლუბს ახალი თავკაცი ჰყავს - გრეგორიო მანსანო, ხოლო კატალონიურს ისევ არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო თავკაცობს. ოთხშაბათიდან "ატლეტიკო" საზაფხულო ბანაკს სეგოვიის რეგიონში, ლოს ანხელეს დე სან რაფაელში დასცემს. "ესპანიოლი" ვარჯიშებს ოდნავ მოგვიანებით დაიწყებს, 11 ივლისს გუნდი პერალადაში შეიკრიბება.

სევილიას იტალიელი გამოუჯანმრთელდა
"სევილიას" იტალიელი ნახევარმცველი ტიბერიო გუარენტე გამოუჯანმრთელდა. გუარენტე მუხლის ტრავმის გამო დააკლდა გუნდს, თუმცა ახლა
უკვე თავს 100 პროცენტით ჯანმრთელად გრძნობს და მზად არის შეკრებისათვის. 25 წლის ფეხბურთელმა 2 საათით ინდივიდუალურად ივარჯიშა ექიმ ხუან ხოსე ლოპესის მეთვალყურეობის ქვეშ. გუარენტე ზუსტად ერთი წლის წინათ გადავიდა "ატლანტადან" ანდალუსიაშია, 5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა, მაგრამ სულ 3-ჯერ მოირგო "სევილიას" მაისურა.

მატება ბარსელონადან
"სარაგოსაში" სიახლეა - გუნდი "ბარსელონა B-ს" 2 ფეხბურთელით შეივსო. აბრაჰამისა და ედუ ორიოლის შემატებას არაგონული კლუბი ოფიციალურად ამ კვირაშივე გამოაცხადებს, თუმცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. მარცხენა მცველმა აბრაჰამმა განაცხადა, რომ მისთვის პრიმერადივიზიონში თამაშის პერსპექტივა დიდი გამოწვევაა. ედუ ორიოლი ფორვარდია, ის აცხადებს, რომ ყველაფერს გაიღებს მომავალში "სარაგოსას" წარმატებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული