კოენტრაუ "რეალის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
პორტუგალიური "ბენფიკას" 23 წლის მცველი ფაბიუ კოენტრაუ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა. გარიგების ფასმა კი 30 მილიონი ევრო შეადგინა.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" სამედიცინო გამოკვლევას უახლოეს მომავალში გაივლის და კონტრაქტს ხელსაც მოაწერს.

აღსანიშნავია, რომ კოენტრაუს გადაბირებას მიუნხენის "ბაიერნიც" ლამობდა, მაგრამ "რეალმა" პორტუგალიელებს უკეთესი წინადადებით მიმართა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული