ეს ბრუნოს კვირაა

AutoSharing Option

ეს კვირა აშკარად "ვილიარეალის" ნახევარმცველ ბრუნო სორიანოსია - 26 წლის ფეხბურთელი ერთდროულად ორჯერ გაახარეს, ჯერ კლუბის ვარჯიშზე მისულს ვისენტე დელ ბოსკეს მიერ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ახარეს, შემდეგ კი გამზადებული კონტრაქტი დაუდეს წინ - სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ "ელ სუბმარინო" სორიანოსთან ურთიერთობას 2016 წლამდე აგრძელდებდა. ნახევარმცველიც ხვალინდელ ქათამს არ დახარბდა და ხელშეკრულებას ხელი სიამოვნებით მოაწერა. ჩამშლელი ტიპის ნახევარმცველი ამ კლუბის ახალგაზრდული სისტემის ნაყოფიერი მუშაობის პროდუქტია და მას სხვაგან გახედვა, პრინციპში, არც მოუსურვილებია... 11 აგვისტოს სორიანო "აცტეკაზე" პირველად მოირგებს "ფურია როხას"

მაისურს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული