ჯონათან, დარჩი ჩვენთან!

AutoSharing Option

გუშინ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა გამცნეთ, რომელიც პირველად იასპარეზებს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სტატუსით - 11 აგვისტოს მექსიკის დედაქალაქში ესპანეთის ნაკრები ამხანაგურად ადგილობრივ გუნდს გაეჯიბრება. დღეს ჯერი მექსიკელთა შემადგენლობაზეა.

გუნდს ამ თამაშზე გამოიყვანს მწვრთნელი, რომელიც ამ ერთი შეხვედრისთვის დანიშნეს! - ენრიკე მესა. გუნდში ათი ფეხბურთელია ევროპული კლუბებიდან, მესას არ დავიწყნია არც "ნიუ იორკ რედ ბულზში" გადასული კაპიტანი რაფა მარკესი. ერთი მატჩის მწვრთნელმა გამოიძახა "ბარსელონელი" ჯონათან დოს სანტოსიც, ჯოვანის უმცროსი ძმა,  რომელიც ბოლო წამს ამოაგდეს სამუნდიალე განაცხადიდან. მაშინ, მისმა მამამ, წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა

ფეხბურთელმა ზიზინიომ განაცხადა, რომ მის შვილზე კარგი 23 ფეხბურთელი მექსიკას არ ჰყავს და რომ ჯონათანი ამიერიდან არასოდეს მოირგებს მწვანე მაისურას... (ჯერ არც მოურგია) და უცებ ეს გამოძახება. ვნახოთ ვინ პატრიოტია და ვინ სიტყვის კაცი...

ესპანეთთან მატჩისთვის მექსიკის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები - გილერმე ოჩოა (ამერიკა), ხესუს კორონა (კრუს ასული).
მცველები - პოლ აგილარი, ლეონარდო ლოპესი (პაჩუკა), რაფაელ მარკესი (რედ ბულზი), ფრანსისკო როდრიგესი, კარლოს სალსიდო (ეინდჰოვენი), ექტორ მორენო (ალკმაარი), ფაუსტო პინტო (კრუს ასული).
ნახევარმცველები - ეფრაინ ხუარესი (სელტიკი), ხერარდო ტორადო (კრუს ასული), ჯონათან დოს სანტოსი (ბარსელონა), ანდრეს გუარდადო (დეპორტივო), პაბლო ბარერა (ვესტ ჰემი).
თავდასხმელები - ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერი), ჯოვანი დოს სანტოსი (ტოტენჰემი), კარლოს ველა (არსენალი), ელიას ერნანდესი (მორელია), ენრიკე ესკედა (ამერიკა).

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული