”ატლეტიკომ” გაბი წარადგინა

AutoSharing Option
"სარაგოსას" კაპიტანი გაბი ოფიციალურად გახდა მადრიდის "ატლეტიკოს" წევრი, ანუ ნახევარმცველი ყოფილ კლუბს დაუბრუნდა.

გაბი ანუ გაბრიელ ფერნანდეს არენასი 27 წლისაა, ის მადრიდელია და "ატლეტიკოს" აღზრდილია. გაბი 2007 წლამდე "ატლეტიკოს" წევრი იყო (თუმცა ერთი სეზონი იჯარით "ხეტაფეში" გაატარა), შემდეგ კი სარაგოსაში გადავიდა, სადაც 135 მატჩში 15 გოლი გაიტანა. გაბის სანაცვლოდ, "ატლეტიკომ" 3 მილიონი ევრო გადაიხადა, არადა 4 წლის წინ მასში "ატლეტიკომ" 9 მილიიონი ევრო მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული