მოურინიო: კიდევ ერთი ფორვარდი მჭირდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ 2011/12 წლების სეზონის დაწყებამდე გუნდის გაძლიერება კიდევ ერთი თავდამსხმელით სურს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა დასძინა, რომ კიდევ ერთი ფორვარდის დამატება მადრიდელა გუნდის შემადგენლობას დააბალანსებს. თავის მხრივ "სამეფო კლუბმა" მწვრთნელს გული არ დასწვიტა და შენაძენის გაკეთებაზე თანხმობა შეუთვალა.

აღსანიშნავია, რომ 2010/11 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ბევრს საუბრობდნენ "რეალში" სერხოი აგუეროსა ("ატლეტიკო") და ბრაზილიელი ნეიმარის ("სანტოსი") ტრანსფერზე, თუმცა ამ თავდამსხმელების გუნდში გადმოყვანას საშველი მაინც არ დაადგა.

12 ივლისს მადრიდის "რეალი" აშშ-ში გაემგზავრება, სადაც გუნდი პირველ სეზონისწინა
ტურნეს გამართავს. პირველ მატჩს მოურინიოს გუნდი 17 ივლისს, "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" გამართავს.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული