ჩინური კედელი აიღეს

AutoSharing Option

"ბარსელონამ" პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე ტრიუმფით დაასრულა აზიური ტურნე, კატალონიურმა გრანდმა 3:0 გაანადგურა ადგილობრივი "გუოანი". პირველ ტაიმში თავი სერხი რობერტომ და ნოლიტომ გამოიჩინეს, მეორეში - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. მე-10 წუთზე ევროპელემა ედუ ორიოლის წამოწყებული კონტრშეტევით გაიტანეს. ზუსტად სამ წუთში "ბარსელონა ბ-ს" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ნოლიტომ ადრიანოს ჩაწოდების შემდეგ შეაგდო. ამ შეხვედრაში კარგად ითამაშეს ადრიანომ და ჯონათან დოს სანტოსმა, დაცვაში კი საიმედო იყო ცენტრში მოთამაშე ერიკ აბიდალი. 32-ე წუთზე ლეო მესის დარტყმული ბურთი ჩინელთა კარის ხარიხამ მოიგერია.
მეორე ტაიმში ხოსეპ გვარდიოლამ მეკარის გარდა

მთელი გუნდი გამოცვალა. "გუოანმა" სცადა სიტუაციის გამოსწორება, თუმცა "ბარსამ" მატჩის მიწურულს აქეთ გაუტანა - შვედმა ფორვარდმა დაბალი დარტყმული გაუშვა მეტოქის კარის კუთხეში - 3:0. "ბარსელონას" მორიგი მატჩი, უკვე ოფიციალური, 14 აგვისტოს ელის ესპანეთის სუპერთასზე.

"ბარსელონამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: პინტო, ადრიანო (46. ილიე), ს. გომესი (46. არმანდო), აბიდალი (46. მილიტო), მაქსველი (46. მუნიესა), დოს სანტოსი (46. კეიტა), ს. რობერტო (46. სანჩესი), ვასკესი (46. რივეროლა), მესი (46. იბრაჰიმოვიჩი), ედუ ორიოლი (46. ბენჟა), ნოლიტო (46. სორიანო).

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული