"ვილიარეალი" და "მალაგა" მოლაპარაკებებს დიდ ხანს აწარმოებდნენ მაგრამ საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს. ხელშეკრულების მიხედვით კაზორლა "მალაგაში" 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადის. ასევე "ვილიარეალი" დამატებით 2 მილიონ ევროს მიიღებს თუ "მალაგას" წარმატება ესპანელი ნახევარმცველის თამაშით იქნება გამოწვეული.
მომზადებულია AS-ის მიხედვით