რადიოსადგურმა "ონდა სერომ" და "მარკამ" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა - 20 მილიონ ევროდ "ვალენსიას" შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა შეიძინა. როდესაც კლუბები სტარანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ, მატამ სამხრეთ აფრიკაშივე მოაწერა ხელი "ბლაუგრანასთან" ხუთწლიან თანამშრომლობას. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში იმავე მიმართულებით კიდევ ერთი ტრანსფერი განხორციელდა, "ბარსელონამ" "ვალენსიას" გოლეადორი დავიდ ვილია შეიძინა, რომელშიც ორჯერ მეტი, 40 მილიონი ევრო გადაიხადა.
ხუან მატას კონტრაქტი "ღამურებთან" 2012 წლამდე ჰქონდა. მისით ინგლისური "მანჩესტერ სიტი" იყო დაინტერესებული, მაგრამ ესპანელმა ფეხბურთელმა საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება დაიწუნა, რადგან
აღსანიშნავია, რომ ხუან მანუელ მატა "ბარსელონას" დაუძინებელი მტრის, მადრიდის "რეალის" აღზრდილია. ვინგერი 2003 წელს შეამჩნიეს "სამეფო კლუბში" და 15 წლის ბიჭი სარეზერვო გუნდში აიყვანეს. თუმცა მატას ერთხელაც არ უთამაშია "რეალის" ძირითად გუნდში, 2007 წელს ის "ვალენსიამ" შეიძინა და მას მერე ჩემპიონატში 96 თამაშში 25 გოლი გაიტანა. ხუან მატა მუნდიალზეა და მან მეორე ტაიმში ითამაშა კიდეც ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ, სულ კი ესპანეთის ნაკრებში მან 9-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
ნიკოლოზ ნეფარიძე