დოს სანტოსი "სევილიას" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემმა" ესპანურ "სევილიასთან" ჯოვანი დოს სანტოსის ესპანეთში გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

მექსიკელი ფეხბურთელი "სევილიაში" 1 აგვისტოდან გადავა. საქმე იმაშია, რომ 1 აგვისტომდე მექსიკელის შეძენით, ესპანელები ვალდებულები იქნებიან ტრანსფერის ღირებულებიდან 10% ფეხბურთელის ყოფილ კლუბს "ბარსელონას" გადაუხადონ.

დოს სანტოსი ლონდონში 2008 წელს გადავიდა, თუმცა ჰარი რედნაპის გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. ამ სამი წლის განმავლობაში ფეხბურთელი იჯარის წესით "იფსვიჩში", "გალათასარაიში" და "რასინგში" იყო განათხოვრებული.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული