ფაბრეგასი ვერ ითმენს

AutoSharing Option
"არსენალის" ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს შეხვდება. შეხვედრაზე ფეხბურთელი ვენგერის დარწმუნებას შეეცდება, რომ კლუბმა ესპანელი "ბარსელონას" მიყიდოს.

როგორც ცნობილია, ფაბრეგასს არაერთხელ უცდია ზეგავლენა მოეხდინა კლუბის ხელმძღვანელობაზე მის ტრანსფერთან დაკავშირებით. ესპანელმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა გუნდთან ერთად აზიის ტურნეში წასულიყო, რაც ოფიციალურმა წყაროებმა ფეხბურთელის მიკროტრავმით ახსნეს.

გასულ კვირას "ბარსელონამ" ფაბრეგასის სანაცვლოდ "არსენალს" 36 მილიონი ევრო შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში "ბარსელონა" ფაბრეგასის შესაძენად 31 და შემდეგ 35 მილიონ ევროს გადახდას აპირებდა.

გასულ სეზონში ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატის 25
შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Marca-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული